ტურ დე ფრანსი: შარდის ჭიქა ლიდერისთვის

AutoSharing Option
მიმდინარე ტურ დე ფრანსზე გრძელდება ბრიტანული ველოსაჯინიბოს, Sky-ს დომინირება, რაც ველოსპორტის მოყვარულებში არაერთგვაროვან ემოციებს იწვევს. მე-14 ეტაპის შემდეგ Cannondale-Garmin-ის ჰოლანდიელმა წევრმა სებასტიან ლანგეველდმა ერთ-ერთი გულშემატკივრის უმსგავსო საქციელის შესახებ მოუყვა ჟურნალისტებს.

"დავინახე, ერთ-ერთმა მაყურებელმა როგორ შეაფურთხა რიჩი პორტს. ეს უპატივცემულობაა ამ ბიჭების მიმართ, რომლებსაც არ დაუმსახურებიათ ამგვარი მოპყრობა. ან შეწყვიტეთ, ან შინ დარჩით!" - დაწერა "ტვიტერზე" ლანგეველდმა.

მაგრამ ეს არაფერია იმასთან, რაც ერთმა გულშემატკივარმა ჩაიდინა.

"სამწუხაროდ, ვიღაცამ პირდაპირ სახეში მესროლა შარდით სავსე ჭიქა. ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ეს არცხვენს ჩვენს სპორტის სახეობას",
- განაცხადა დაზარალებულმა კრისტოფერ ფრუმმა, რომელიც აგრძელებს ლიდერობას გენერალურ კლასიფიკაციაში.

Sky-ს დიდი უპირატესობით ლიდერობამ გააჩინა ეჭვი იმის შესახებ, რომ ბრიტანული გუნდის წევრები დოპინგს იღებენ. ამ ბრალდებას ფრუმმა იმით უპასუხა, რომ დამოუკიდებელი ფიზიოლოგიური ტესტირების გავლა გადაწყვიტა თავისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად.

XV ეტაპი
მანდი-ვალანსი. 183 კმ
1. ანდრე გრაიპელი (გერ, Lotto Soudal) - 3.56,35; 2. იონ დეგენკოლბი (გერ, Giant-Alpecin) - იგივე დრო; 3. ალექსანდრ კრისტოფი (ნორ, "კატიუშა") - იგივე დრო; 4. პეტერ საგანი (სლოვაკ, Tinkoff-Saxo) - იგივე დრო; 5. ედვალდ ბუასონ ჰოგენი (ნორ, MTN Qhubeka) - იგივე დრო; 6. რამუნას ნავარდაუსკასი (ლიტ, Cannondale-Garmin) - იგივე დრო... 23. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტ, Sky) - იგივე დრო... 25. ტიჯეი ვან გარდერენი (აშშ, BMC) - იგივე დრო... 30. ვინჩენცო ნიბალი (იტა, "ასტანა") - იგივე დრო... 33. ჯერეინტ ტომასი (ბრიტ, Sky) - იგივე დრო... 35. ალეხანდრო ვალვერდე (ესპ, Movistar) - იგივე დრო... 49. ალბერტო კონტადორი (ესპ, Tinkoff-Saxo) - იგივე დრო... 52. ნაირო კინტანა (კოლ, Movistar) - იგივე დრო... 111. ხოაკიმ როდრიგესი (ესპ, "კატიუშა") - +4,21...

საერთო ჩათვლა
1. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტ, Sky) - 59.58,54; 2. ნაირო კინტანა (კოლ, Movistar) - +3,10; 3. ტიჯეი ვან გარდერენი (აშშ, BMC) - +3,32; 4. ალეხანდრო ვალვერდე (ესპ, Movistar) - +4,02; 5. ალბერტო კონტადორი (ესპ, Tinkoff-Saxo) - +4,23; 6. ჯერეინტ ტომასი (ბრიტ, Sky) - +4,54; 7. რობერტ გესინკი (ჰოლ, Lotto NL-Jumbo) - +6,23; 8. ვინჩენცო ნიბალი (იტა, "ასტანა") - +8,17... 10. ბაუკე მოლემა (ჰოლ, Trek) - +8,53... 21. ხოაკიმ როდრიგესი (ესპ, "კატიუშა") - +36,06...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული