ველოსპორტი. ჯირო დ'იტალია: კონტადორი ისტორიაში

AutoSharing Option
იტალიაში დასრულდა მრავალდღიანი პრესტიჟული ველორბოლა ჯირო დ'იტალია, რომლის გამარჯვებულიც გახდა ველოსაჯინიბო Tinkoff-Saxo-ს ესპანელი ლიდერი ალბერტო კონტადორი.

თანამედროვეობის ერთ-ერთმა საუკეთესო ველომრბოლელმა კარიერაში მეორედ გაიმარჯვა ჯირო დ'იტალიაზე. შესაბამისად, ის გახდა მეორე ველომრბოლელი ისტორიაში, ვისაც მინიმუმ ორჯერ აქვს მოგებული სამი უმსხვილესი ველომარათონი - ტურ დე ფრანსი, ჯირო დ'იტალია და ვუელტა.

აქამდე ასეთი მიღწევით მხოლოდ ლეგენდარული ბერნარ ინო დაიკვეხნიდა, რომელმაც ხუთჯერ მოიგო ტურ დე ფრანსი, სამჯერ ჯირო დ'იტალია და ორჯერ - ვუელტა.

საერთო ჩათვლა
1. ალბერტო კონტადორი (ესპ, Tinkof-Saxo) - 88.22,25; 2. ფაბიო არუ
(იტა, Astana) - +1,53; 3. მიკელ ლანდა (ესპ, Astana) - +3,05; 4. ანდრეი ამადორი (კ-რიკა, Movistar) - +8,10; 5. რაიდერ ჰესიედალი (კან, Cannondale-Garmin) - +9,52; 6. ლეოპოლდ კიონიგი (ჩეხ, Team Sky) - +10,41; 7. სტივენ კრუისვიიკი (ჰოლ, Lotto) - +10,53; 8. დამიანო კარუზო (იტა, BMC) - +12,08; 9. ალექსანდრ გენიე (საფ, FDJ) - +15,51; 10. იური ტროფიმოვი (რუს, Katusha) - +16,14...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული