ვლადიმირ კლიჩკომ პრესკონფერენციაზე რუსეთი გალანძღა

AutoSharing Option
25 აპრილს, ნიუ იორკში გაიმართება სუპერმძიმე კატეგორიაში საჩემპიონო ორთაბრძოლა. თავის სამ ტიტულს დაიცავს უკრაინელი ვლადიმირ კლიჩკო, მისი მეტოქე კი ამერიკელი ბრაიანტ ჯენინგსი იქნება.

5 თებერვალს ამ ბრძოლისადმი მიძღვნილი პირველი პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც კლიჩკომ ჯენინგსი სილვესტერ სტალონეს გმირს - როკი ბალბოას შეადარა ფილმიდან "როკი".

"ჯენინგსი - ეს არის როკი ბალბოა. ის ფილადელფიიდანაა. მან გვიან დაიწყო საკრივო კარიერა და ახლა ტიტულის მთავარი პრეტენდენტია. მე ვხედავ მის დიდ სურვილსა და ბრძოლის ჟინს, მომწონს მისი თავდაჯერება. ეს მაფიქრებინებს, რომ ბრძოლა საინტერესო გამოვა. ეს მთელი
მისი ცხოვრების შანსია", - განაცხადა კლიჩკომ.

უკრაინელმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ შემდეგ ბრძოლაში სურს WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონთან, ამერიკელ დეონტეი უაილდერთან შეხვედრა.

30 წლის ჯენინგსს პროფესიულ რინგზე 19 ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან ყველა მოიგო, მათ შორის 10 - ნოკაუტით.

პრესკონფერენციაზე უკრაინელს რუსეთიც შემოელანძღა.

"რუსეთის მხრიდან მეზობელზე აგრესია წყენისა და სინანულის გრძნობას იწვევს, - ამბობს მსოფლიოს ჩემპიონი. - მსოფლიო ცოტათი შეიშალა. ომი რუსეთსა და უკრაინას შორის - ის მოვლენაა, რომელსაც ცდილობენ, არ შეიმჩნიონ. სამწუხაროა, რომ უდანაშაულო ადამიანები არაფრის გამო იღუპებიან. კონფლიქტის მთავარი მიზეზი გეოპოლიტიკური ამბიციებია და ეს უნდა შეწყდეს. იმედია, მალე უკრაინაში მშვიდობა დაისადგურებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული