ლენს არმსტრონგს ტყუილის უფლება აქვს

AutoSharing Option
სკანდალურად ცნობილ ამერიკელ ველომრბოლელს, ლენს არმსტრონგს ჰქონდა თავის წიგნებში ტყუილის უფლება. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო მორისონ ინგლენდის საოლქო სასამართლომ საქმის მოსმენის შემდეგ, რომელიც საკრამენტოში გაიმართა. მოსამართლემ უარყო მკითხველთა სარჩელი, რომლებიც სპორტსმენს თაღლითობაში ადანაშაულებდნენ. ამის შესახებ წერს USA Today.

სასამართლომ დაადგინა, რომ თუ არმსტრონგის წიგნებში ყალბი და გაურკვეველი ფაქტებია მოყვანილი, ის ამის გამო პასუხს არ აგებს, რადგან წიგნის შინაარსი დაცულია აშშ-ის კონსტიტუციით, რომელიც სიტყვის თავისუფლების გარანტიას იძლევა.

მკითხველთა ჯგუფმა არმსტრონგს სასამართლოში 2013 წლის იანვარში უჩივლა. მკითხველები მოითხოვდნენ 5 მილიონი დოლარის კომპენსაციას მცდარი
ფაქტებისთვის, რომლებსაც სპორტსმენის წიგნები შეიცავდა, მათ შორის, მისი ავტობიოგრაფია - "ჩემი ცხოვრებაში დაბრუნება". თავის წიგნებში ლენსი წერდა, რომ არასოდეს მიუღია დოპინგი და გამარჯვებები უდიდესი შრომის შედეგად მოიპოვა.

მკითხველები ირწმუნებოდნენ, რომ არმსტრონგის განცხადება იყო ტყუილი რეკლამის ფორმა, რათა ეიძულებინა ეყიდათ წიგნები მათ, ვისაც სურს, წარმატებას მიაღწიოს დოპინგის გარეშე.

სპორტსმენის ადვოკატები მიუთითებდნენ იმაზე, რომ მკითხველები, რომლებმაც სარჩელი შეიტანეს, ვერ წარმოადგენდნენ მტკიცებულებას იმაზე, რომ მათ წიგნების შეძენისკენ სწორედ არმსტრონგის სიტყვებმა უბიძგეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლენს არმსტრონგი: ყველა ტყუოდა და წესს არღვევდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული