უფლება გაცემულია: კლიჩკო-პოვეტკინი ჩატარდება

AutoSharing Option
უკვე ოფიციალურად შეიძლება იმის გამოცხადება, რომ სუპერმძიმე წონაში საჩემპიონო შეხვედრა უკრაინელ ვლადიმერ კლიჩკოსა და რუს ალექსანდრ პოვეტკინს შორის აუცილებლად გაიმართება. ბრძოლის ჩატარების თარიღია 2013 წლის 5 ოქტომბერი, ადგილი - ქალაქ მოსკოვის სპორტკომპლექსი "ოლიმპიისკი".

ჩვენ უკვე ვწერდით იმის შესახებ, რომ კლიჩკოსა და პოვეტკინის გუნდებმა ბრძოლის კონტრაქტის დეტალები ივნისის დასაწყისში შეათანხმეს, გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ გარიგება მოიწონა მსოფლიოს საკრივო ასოციაციამ (WBA), რომლის ეგიდითაც ტარდება ეს შეხვედრა. ამ ვერსიის თანახმად, კლიჩკო მსოფლიოს "სუპერჩემპიონია", პოვეტკინი - "ჩვეულებრივი" ჩემპიონი.

უკრაინელმა მომავალ ბრძოლას საუკეთესო უწოდა
სუპერმძიმე წონაში. "შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ იმის გამო, რომ ბრძოლა მოსკოვში გაიმართება. ბევრ რუს და უკრაინელ გულშემატკივარს ექნება შეხვედრის "ცოცხლად" ხილვის საშუალება", - განაცხადა უმცროსმა კლიჩკომ.

რაც შეეხება ჰონორარის განაწილებას, 37 წლის კლიჩკო საერთო თანხის 75 პროცენტს (17 მილიონი) მიიღებს, 33 წლის რუსი - 25 პროცენტს (6 მილიონი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მალე დიდი კრივის თარიღი დასახელდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული