ჯერ იტალიელები იგებენ

AutoSharing Option
გრძელდება ჯირო დ'იტალია, სადაც მრბოლელებმა ოთხი ეტაპის ჩატარება მოასწრეს. ლიდერის ვარდისფერი მაისურის მფლობელია რუსული ველოსაჯინიბოს, "კატიუშას" იტალიელი წევრი ლუკა პაოლინი, რომელმაც 16-წამიანი უპირატესობით მოიგო მესამე ეტაპი. მან შეინარჩუნა გენერალურ კლასიფიკაციაში პირველი ადგილი.

ეტაპის სიგრძე 246 კილომეტრი იყო. მრბოლელებს მეორე კატეგორიის სირთულის მთაზე მოუწიათ ფინიში. გამარჯვება მოულოდნელად იტალიელმა ენრიკო ბატალინმა მოიპოვა.

IV ეტაპი
პოლიკასტრო ბუსენტინო-სან ბრუნო. 246 კმ

1. ენრიკო ბატალინი (იტა, Bardiani-CSF) - 6.14,19; 2. ფაბიო ფელინე (იტა, Androni Giocattoli) - იგივე დრო; 3. ჯოვანი ვისკონტი (იტა, Movistar) - იგივე
დრო; 4. რიგობერტო ურანი (კოლ, Sky) - იგივე დრო; 5. არნოლდ ჟენისონი (საფ, FDJ) - იგივე დრო; 6. კეიდელ ევანსი (ავსტრა, BMC)...

საერთო ჩათვლა
1. ლუკა პაოლინი (იტა, "კატიუშა") - 15.18,51; 2. რიგობერტო ურანი (კოლ, Sky) - +0,17; 3. ბენიატ ინჩაუსტი (ესპ, Movistar) - +0,26; 4. ვინჩენცო ნიბალი (იტა, "ასტანა") - +0,31; 5. რაიდერ ჰეშედალი (კან, Garmin-Sharp) - +0,34; 6. ბრედლი უიგინსი (ბრიტ, Sky) - იგივე დრო... 10. კეიდელ ევანსი (ავსტრა, BMC) - +0,42... 12. რობერტ ჰესინკი (ჰოლ, Blanco) - +0,45... 19. სამუელ სანჩესი (ესპ, Euskaltel – Euskadi) - +1,18... 21. მიკელე სკარპონი (იტა, Lampre-Merida) - +1,23...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფაბიან კანჩელარამ ველოსპორტის კლასიკა მოიგო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული