საფრანგეთში ბრიტანელმა მოიგო

AutoSharing Option
კვირას დასრულდა პარიზი-ნიცას ველორბოლა, რომელსაც საკმაოდ დრამატული ფინიში ჰქონდა. ბოლო ეტაპი დროზე ინდივიდუალური რბოლა იყო, რომლის დისტანცია 10 კილომეტრი გახლდათ.

ბოლო ეტაპის წინ ლიდერის ყვითელი მაისურის მფლობელი ბრედლი უიგინსი მხოლოდ ექვს წამს უგებდა ჰოლანდიელ ლიოვე ვესტრას.

ცნობილია, რომ უიგინსი დროზე ინდივიდუალური რბოლის ერთ-ერთი სპეციალისტია, ამიტომაც მისი შანსები უფრო მაღალი ჩანდა. თუმცა ვესტრას სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან თითქმის ბრიტანელის ტემპით იარა, მაგრამ ეტაპის წინ არსებული ჩამორჩენის გაბათილება ვერ შეძლო - პირიქით, უიგინსმა შეძლო ბოლო სტარტის მოგება და კიდევ ორი წამი
დაუმატა ჰოლანდიელთან უპირატესობას, რამაც მას პარიზი-ნიცას ტიტული მოუტანა.

უიგინსმა კარიერაში პირველად იმარჯვა ამ ველორბოლაში. ის მეორე ბრიტანელია ისტორიაში, ვინც პარიზი-ნიცა მოიგო. პირველად ეს 1967 წელს ტომ სიმპსონმა შეძლო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული