ჟილბერს "ოქროს ველოსიპედი" მისცეს

AutoSharing Option
ველოსპორტში სეზონი ბელგიელი ფილიპ ჟილბერის ტრიუმფით დასრულდა. მონაკოში წლის საუკეთესო ველომრბოლების დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა და სეზონის საუკეთესო მრბოლელის პრიზი - "ოქროს ველოსიპედი" სწორედ ბელგიელმა სპორტსმენმა დაისაკუთრა.

გამოკითხვა ტრადიციულად ფრანგულმა ჟურნალმა "ველო მაგაზინმა" ჩაატარა და ჟილბერმა 89 ქულა მიიღო, რითაც უკან ჩამოიტოვა ტურ დე ფრანსის ჩემპიონი, ავსტრალიელი კეიდელ ევანსი და ბრწყინვალე ბრიტანელი სპრინტერი მარკ კევენდიში, რომლებმაც შესაბამისად, 73 და 54 ქულა მიიღეს. ამჯერად სამეულში ვერ მოხვდა "ოქროს ველოსიპედის" შარშანდელი მფლობელი, შვეიცარიელი ფაბიან კანჩელარა.

"ვფიქრობ, ფანტასტიკური სეზონი მქონდა, რადგან ყველა ერთდღიანი კლასიკური
რბოლა მოვიგე. ამიტომაც დავიმსახურე ეს აღიარება", - განაცხადა დაჯილდოვების ცერემონიის დროს ჟილბერმა.

ბელგიელი ერთდღიანი რბოლების სპეციალისტად არის მიჩნეული და მან წელს 18 სტარტის მოგება მოახერხა.

მონაკოში აგრეთვე გამოვლინდა საუკეთესო ფრანგი ველომრბოლი - ეს ტიტული ტომას ვიოკლერმა მიიღო, ხოლო წლის საუკეთესო ახალგაზრდა მრბოლელი გახდა - პეტერ საგანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული