საქართველოს ტყვიის მსროლელი ვაჟები ევროპის ჩემპიონატზე გუნდურში მესამე ადგილზე გავიდნენ

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდა ტყვიის მსროლელ ვაჟთა ნაკრები ჰოლანდიურ არნემში დღეს, 4 მარტს დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში მესამე ადგილზე გავიდა.

ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში ვლადიმერ მაიოროვი, აკაკი მოსულიშვილი და ცოტნე მაჭავარიანი შედიან. ამათგან საკვალიფიკაციო ეტაპზე ყველაზე უკეთ მაიოროვი გამოვიდა, რომელმაც 570 ქულა დააგროვა, დანარჩენებმა კი 568-ით დაასრულეს გამოსვლა.

ჯამში, ქართულ სამეულს 1706 ჯამური ქულა გამოუვიდა და გუნდურში მესამეზე გავიდა. პირველი ლატვიელთა გუნდია 1708-ით, მეორე - რუსეთი 1707-ით.

ბიჭების მიღწევა ძალიან კარგია, მაგრამ ცოტა გულდასაწყვეტია ნინო სალუქვაძის შვილის, ცოტნე მაჭავარიანის გამოსვლა -
მისი პირადი რეკორდი 573 ქულაა, 570-ს კი რეგულარულად აკეთებს. ახლაც თუნდაც იგივე რომ ეჩვენებინა, ჩემპიონები გახდებოდნენ, თუმცა არც ეს შედეგია დასაძრახი.

ჩვენგან ფინალში მხოლოდ მაიოროვი გავიდა, ვინც საკვალიფიკაციოში VI იყო, მოსულიშვილი მე-11-ზე გავიდა, მაჭავარიანი - მე-15-ზე.

მაიოროვი ფინალში ორიოდე საათში ისვრის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული