ნი­ნო სა­ლუქ­ვა­ძე: ეს სპორ­ტი ცირკს და­ემ­ს­გავ­სა

AutoSharing Option
ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე კვლავაც რჩება საქართველოს ყველაზე წარმატებულ მოქმედ სპორტსმენად, მისი ზოგიერთი მიღწევა კი მსოფლიოს სპორტისთვისაც რეკორდულია.

ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ერთადერთი ქართველია, ოლიმპიადაზე სამივე სინჯის მედალი რომ მოუპოვებია; 7 ოლიმპიადის მონაწილე ამ მხრივაც რეკორდსმენია, სროლის მსოფლიოს ისტორიაში კი მეორეა; 19 მსოფლიოს რეკორდის ავტორი 9-ჯერ ფლობდა მსოფლიოს სუპერთასს, რაც ასევე რეკორდია პლანეტისთვის და 3-3-ით უსწრებს მდევრებს; თასის რიგითი ეტაპები კი 17-ჯერ მოუგია!

სახელოვანი ჩუბინი კვლავაც შემართებით აგრძელებს ბრძოლას თავისი მერვე ოლიმპიადისკენ, ამასობაში კი ისევ თავისივე ხარჯით გახსნილ სასროლეთში
შვილი - ცოტნე მაჭავარიანიც ამოუდგა გვერდში და წლეულს რამდენიმე ტურნირზეც მოიპოვა მედალი. ამდენად, ახლა მათი ოჯახის სამი თაობა დგას ტირში - ნინო, მისი მწვრთნელი მამა ვახტანგ სალუქვაძე და შვილი.

წლევანდელი სეზონი სალუქვაძისთვის არც ისე წარმატებული აღმოჩნდა - ევროპის ჩემპიონატებზე უმედლოდ დარჩა, მსოფლიოს თასებზე კი მხოლოდ ერთხელ მოიპოვა ვერცხლი ესპანურ გრანადაში და სუპერფინალში გამოსვლის უფლებაც დაიმსახურა, თუმცა სუპერთასი მეათედ ვერ მოიპოვა.

ეს სეზონი ახალ წესებთან და ახალ იარაღთან შეგუებისა იყო. ინტერვიუც ამ თემაზე საუბრით დავიწყეთ.

- რამ­დე­ნად ხართ კმა­ყო­ფი­ლი ამ სე­ზონ­ში სა­კუ­თა­რი გა­მოს­ვ­ლით, რა გეგ­მებს ისა­ხავ­დით და რამ­დე­ნად შე­ძე­ლით მა­თი შეს­რუ­ლე­ბა?
- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, წლე­ულს ახა­ლი წე­სე­ბი შე­მო­ი­ღეს, რაც ფი­ნა­ლებს შე­ე­ხე­ბა, შემ­ცირ­და დროც და საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო ეს გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დი, რო­მე­ლიც ჯერ გა­მო­საც­დე­ლი ვა­დაა, სა­ბო­ლო­ოდ კი მო­მა­ვალ­მა სე­სი­ამ უნ­და და­ამ­ტ­კი­ცოს. ამ პე­რი­ოდ­ში არც რე­კორ­დე­ბი გა­კე­თე­ბუ­ლა და ჩა­ტა­რე­ბის სის­ტე­მა­ში ხარ­ვე­ზე­ბიც გა­მო­იკ­ვე­თა, რაც მა­ინ­ც­და­მა­ინც მე შე­მემ­თხ­ვა.

კი­დევ კარ­გი, ამას სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის მთე­ლი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა ეს­წ­რე­ბო­და, პრე­ზი­დენტ ოლე­გა­რიო ვას­კეს რა­ნი­ას მე­თა­უ­რო­ბით და სა­კუ­თა­რი თვა­ლით ნა­ხეს. ჩვე­ნი - სპორ­ტ­ს­მე­ნე­ბი­სა და მწვრთნე­ლე­ბის აზ­რით, ეს აბ­სურ­დუ­ლი წე­სე­ბია. გან­სა­კუთ­რე­ბით - ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში რომ საკ­ვა­ლი­ფი­კა­ცი­ოს შე­დე­გე­ბი აღარ გა­და­დის და იქ თა­ვი­დან იწყე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. თან ჯერ ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლია, მე­რე - ფი­ნა­ლი და დრო­შიც იწე­ლე­ბა შე­ჯიბ­რე­ბა. ამ წე­სე­ბით, საკ­ვა­ლი­ფი­კა­ცი­ო­ში მა­ღა­ლი შე­დე­გი არ გჭირ­დე­ბა, სა­შუ­ა­ლოც საკ­მა­რი­სია ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში მო­სახ­ვედ­რად, იქ კი ყვე­ლა­ფე­რი ლა­ტა­რიაა, კლას­ზე არაა ლა­პა­რა­კი - თუ წა­გი­ვი­და სრო­ლა, ხომ კარ­გი!

ეს სპორ­ტი ცირკს და­ემ­ს­გავ­სა - არც სა­ინ­ტე­რე­სოა და არც სპორ­ტ­ს­მე­ნის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას აჩ­ვე­ნებს. მა­გა­ლი­თად, კო­რე­ულ ჩან­ჯო­უ­ში ინ­დო­ელ­მა რა­ჰი სარ­ნო­ბა­ტიმ გა­ი­მარ­ჯ­ვა, რო­მელ­საც მე­რე მთე­ლი 20-25 ქუ­ლით ნაკ­ლე­ბი შე­დე­გე­ბი ჰქონ­და. უბ­რა­ლოდ, იმ ერ­თხელ მე­ოთხე მაჩ­ვე­ნებ­ლით შე­ვი­და ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში, იქ კი გა­უ­მარ­თ­ლა.

ხომ შე­იძ­ლე­ბა, ოქ­როს­თ­ვის ბრძო­ლის უფ­ლე­ბა ვინ­მე ძა­ლი­ან ძლი­ერ­მა და ახალ­ბე­დამ მო­ი­პო­ვოს, რო­მელ­საც შან­სი არ ექ­ნე­ბა და არც თავს მო­იკ­ლავს, ამით კი სპორ­ტუ­ლი პრინ­ცი­პი და­ირ­ღ­ვე­ვა.

- ანუ ძვე­ლი წე­სე­ბი გერ­ჩივ­ნათ, რო­ცა მეტ ქუ­ლას ენი­ჭე­ბო­და უპი­რა­ტე­სო­ბა...
- ცხა­დია. ძი­რი­თად შე­დეგს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა თუ არ ექ­ნე­ბა, მა­შინ არც შე­ჯიბ­რე­ბას მი­ექ­ცე­ვა იმ­ხე­ლა ყუ­რადღე­ბა. 383-385 ქუ­ლა და რე­კორ­დე­ბი აღა­რაა სა­ჭი­რო უკ­ვე. სხვა­თა შო­რის, ვა­ჟებ­თან ეს წე­სე­ბი ორი წლის წინ შე­მო­ი­ღეს და ლონ­დო­ნის ოლიმ­პი­ა­და­ზე რუს­მა შე­სარ­ჩევ­ში მსოფ­ლი­ოს რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა, მაგ­რამ უმედ­ლოდ დარ­ჩა. ეს უსა­მარ­თ­ლო­ბა არაა? ეს ორი სე­ზო­ნი ვა­ჟე­ბიც იბ­რ­ძ­ვი­ან მათ შე­საც­ვ­ლე­ლად, მაგ­რამ ვე­რა­ფერს გახ­დ­ნენ.

გა­ი­სად, სექ­ტემ­ბერ­ში, გრა­ნა­და­ში მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის კონ­გ­რეს­ზე გა­ნი­ხი­ლა­ვენ ამ ცვლი­ლე­ბებს და რო­გორც ამ­ბო­ბენ, ბევ­რი რა­მე შე­იც­ვ­ლე­ბა, თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც შეს­წო­რე­ბე­ბი მა­ნამ­დეც შე­ი­ტა­ნონ.

- თქვენს გა­მოს­ვ­ლებ­ზე არა­ფე­რი გით­ქ­ვამთ...
- ვე­ლო­დი, რომ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე სპორ­ტუ­ლი პის­ტო­ლე­ტი­დან ფი­ნალ­ში მოვ­ხ­ვ­დე­ბო­დი, მაგ­რამ რა­ღაც ფაქ­ტო­რე­ბის გა­მო ვერ შევ­ძე­ლი, რა­ზეც გუ­ლი დამ­წყ­და. იარა­ღი შევ­ც­ვა­ლე - იტა­ლი­უ­რი "პარ­დი­ნის" ფირ­მი­საა და გა­მო­საც­დე­ლი პე­რი­ო­დია. სა­ერ­თოდ, წლე­ულს ისე­თი სე­ზო­ნია, ბევ­რი ის­ვე­ნებს. მა­გა­ლი­თად, უკ­რა­ი­ნე­ლი მსოფ­ლი­ო­სა და ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი ოლე­ნა კოს­ტე­ვი­ჩი ოლიმ­პი­ა­დის შემ­დეგ თით­ქ­მის არც გა­მო­სუ­ლა ტურ­ნი­რებ­ზე - ის­ვე­ნებს, თავს ამ­ზა­დებს მო­მა­ვა­ლი სე­ზო­ნის­თ­ვის და იარაღს აწეს­რი­გებს. ეს აუცი­ლე­ბე­ლია, რად­გან ტექ­ნი­კა წინ მი­ი­წევს და უნ­და მიჰ­ყ­ვე ამ გან­ვი­თა­რე­ბას.

- სპორ­ტულ­ში ძვე­ლი იარა­ღი რა­ტომ შეც­ვა­ლეთ და ახალს რო­გორ შე­ე­გუ­ეთ?
- ახ­ლა მივ­დი­ვარ იტა­ლი­ა­ში, ქა­ლაქ პი­ზა­ში შეკ­რე­ბა­ზე, სა­დაც "პარ­დი­ნის" ფაბ­რი­კა­ში უსას­ყიდ­ლოდ, ყვე­ლა­ნა­ი­რად მეხ­მა­რე­ბი­ან და ხელს მიწყო­ბენ. თა­ვის ხარ­ჯ­ზე მიგ­ვიწ­ვი­ეს ორი სპორ­ტ­ს­მე­ნი, ჩვენ მხო­ლოდ ბი­ლე­თის ფულს ვიხ­დით. იქა­უ­რი ხე­ლო­სა­ნი სერ­ბ­მა მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ონ­მა ზო­რა­ნა არუ­ნო­ვიჩ­მა და სხვებ­მაც მირ­ჩი­ეს. ამ იარა­ღის სა­ხე­ლურს სხვა­ნა­ი­რი დახ­რა აქვს, სხვა კუნ­თი მუ­შა­ობს, რაც ტკი­ვილს იწ­ვევს. ამას მიჩ­ვე­ვა უნ­და. პნევ­მა­ტურ­ში ისევ ძვე­ლი ავ­ს­ტ­რი­უ­ლით ვის­ვ­რი, კმა­ყო­ფი­ლი ვარ.

- ბა­ზა­ზე ახა­ლი ხომ არა­ფე­რია?
- ამ საქ­მეს სა­ხელ­მ­წი­ფომ უნ­და მი­ხე­დოს და გა­ი­თა­ვი­სოს. სხვა­გან სპორ­ტის ეს სა­ხე­ო­ბა იმი­ტო­მაა აყ­ვა­ნი­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ინ­ტე­რე­სის დო­ნე­ზე, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით და­დის ტი­რებ­ში და ვარ­ჯი­შობს. ამით მო­სახ­ლე­ო­ბის თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბაც იზ­რ­დე­ბა და სა­ჭი­რო­ე­ბი­სას, ჯარ­შიც გა­მო­ი­ყე­ნებ.

რე­ზერ­ვის­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბის ის მი­ლი­არ­დი­ა­ნი პროგ­რა­მა რომ იყო, იმის ნაც­ვ­ლად ყვე­ლა რე­გი­ონ­ში სას­რო­ლე­თე­ბი აეშე­ნე­ბი­ნათ, თა­ვი­სით ივარ­ჯი­შებ­და ხალ­ხი. სომ­ხეთ­მა და აზერ­ბა­ი­ჯან­მა სუ­პერ­თა­ნა­მედ­რო­ვე ბა­ზე­ბი ააშე­ნეს. მე მა­ინც მგო­ნია, რომ ჩვენ გვჭირ­დე­ბა თი­თო მრა­ვალ­პ­რო­ფი­ლი­ა­ნი ბა­ზა და­სავ­ლეთ­სა და აღ­მო­სავ­ლეთ­ში. ჯერ ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რაა მო­სა­წეს­რი­გე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა­ში, თო­რემ არც ერთ სა­ხე­ო­ბა­ში, მათ შო­რის - სტრა­ტე­გი­უ­ლე­ბად აღი­ა­რე­ბულ­შიც კი, სა­შუ­ა­ლო დო­ნის ბა­ზე­ბიც არაა.

შე­და­რე­ბით უკე­თეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რაგ­ბია და ისიც სა­ხელ­მ­წი­ფო პროგ­რა­მით მო­წეს­რიგ­და. ჩვენ­თან გა­ი­სად კი დას­რულ­დე­ბა ვარ­კე­თილ­ში მშე­ნე­ბა­რე მეს­ტენ­დურ­თა ბა­ზა­ზე ღია ტი­რის მშე­ნებ­ლო­ბა ჩვენ­თ­ვის, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვ­ცემს, მარ­ტი­დან უკ­ვე გა­რე­თაც ვის­რო­ლოთ. მარ­ტის ბო­ლოს მსოფ­ლი­ოს თა­სის შე­ჯიბ­რე­ბაა და სად მო­ვემ­ზა­დო?

ინ­ვენ­ტარს რაც შე­ე­ხე­ბა, იმე­დიც არ მაქვს, რომ მას შე­ი­ძე­ნენ - საკ­მა­ოდ ძვი­რი ჯდე­ბა. სხვა­ნა­ი­რად არ გა­მი­გოთ, მაგ­რამ უცხო­ეთ­ში ჩე­მი ფაქ­ტო­რი მუ­შა­ობს და ძა­ლი­ან ბევრს უნ­და ჩა­მოს­ვ­ლა, თუმ­ცა ვმა­ლავ მოწ­ვე­ვებს. სულ ვე­უბ­ნე­ბი, ეს წე­ლიც მა­ცა­ლეთ, იქ­ნებ ცო­ტა გავ­ფარ­თოვ­დეთ-მეთ­ქი, მაგ­რამ არ დაგ­ვად­გა საშ­ვე­ლი. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, 50-მეტ­რი­ა­ნი დის­ტან­ცი­ის­თ­ვის 40 მეტ­რ­ზე ემ­ზა­დე­ბო­დე?

- პრობ­ლე­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ახა­ლი თა­ო­ბა მა­ინც მო­დის. მათ შო­რის თქვე­ნი შვი­ლი­ცაა - ცოტ­ნე მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი. რო­გორ აფა­სებთ მის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, დე­დის გე­ნი უფ­რო დაჰ­ყ­ვა თუ მო­რაგ­ბე მა­მის?
- ნი­ჭი­ე­რი ბავ­შ­ვე­ბი მო­დი­ან. მა­გა­ლი­თად, ქუ­თა­ი­სე­ლი ლი­ზი კი­ლა­ძე ჯერ 14 წლი­საა. მა­რი­ამ ბლუ­აშ­ვი­ლი, ქე­თი შე­და­ნია, ივა ჩაკ­ვე­ტა­ძე, ცოტ­ნე მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, მი­ხე­ილ სა­ნი­კი­ძე, ვლა­დი­მერ მა­ი­ო­რო­ვი... იარა­ღი აქვთ - ამ დო­ნი­სა მე არ მქო­ნია, მაგ­რამ მა­თი სრულ­ფა­სოვ­ნად მომ­ზა­დე­ბის, შეკ­რე­ბე­ბის მოწყო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ გვაქვს.

ცოტ­ნეს რაც შე­ე­ხე­ბა, ის რაგ­ბ­იშიც ვარ­ჯი­შობს, მაგ­რამ ჩვენ არ ვა­ძა­ლებთ, რო­მე­ლი სა­ხე­ო­ბა აირ­ჩი­ოს. თუმ­ცა მშობ­ლე­ბის პრი­ო­რი­ტე­ტი მა­ინც სწავ­ლაა, რად­გან ვერც რაგ­ბით და ვერც სრო­ლით, ძა­ლი­ან ტოპ-კლა­სი­სა თუ არ ხარ, თა­ვის რჩე­ნა გა­უ­ჭირ­დე­ბა. წლე­ულს მან და­მა­ი­მე­დე­ბე­ლი შე­დე­გე­ბი აჩ­ვე­ნა, არც კი ვე­ლო­დი ამ­დენს, და­ნარ­ჩე­ნი კი მას­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული