ლევან ქადაგიძის წარუმატებელი ფინიში მსოფლიოს თასზე

AutoSharing Option
მიუნხენში გრძელდება მსოფლიოს თასის გათამაშება ტყვიის სროლაში, რომელშიც 28 მაისს ლევან ქადაგიძე გამოვიდა პნევმატური იარაღიდან სროლაში.

სამწუხაროდ, მან არც ისე წარმატებით ისროლა - 566 ქულა დააგროვა და 70-ე ადგილზე გავიდა.

ჩვენებურმა ტურნირი საკმაოდ კარგად დაიწყო. მართალია, პირველი სერიის პირველ ნახევარში, ანუ ხუთი გასროლიდან მხოლოდ ორი გაარტყა 10-იანში, დანარჩენები კი 9-იანში მოახვედრა, მაგრამ, სამაგიეროდ, მომდევნო ხუთი ტყვია შუაგულში "დააჯინა" და ეს სერია 100-დან 97 ქულით დაასრულა, რაც ურიგო მაჩვენებელი სულაც არ არის.

სამწუხაროდ, ეს მისთვის "გედის სიმღერასავით" აღმოჩნდა, რადგან ამ შედეგს
მხოლოდ ერთხელ - მეოთხე სერიაში მიუახლოვდა, როცა 96 ქულა დააგროვა, დანარჩენებში კი გაცილებით დაბალი მაჩვენებლები ჰქონდა - 95, 93-93 და 92.

ამდენად, ქადაგიძემ უკვე დაასრულა გამოსვლა, ჩვენი ლიდერი, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე კი პნევმატური იარაღიდან 29 მაისს ისვრის.

შეგახსენებთ, რომ ის სპორტული პისტოლეტიდან სროლაში მეხუთე იყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ნინო სალუქვაძე მიუნხენის მსოფლიოს თასზე მეხუთე ადგილს დასჯერდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული