მსოფლიოს თასზე ორი ქართველი მსროლელი გამოვა

AutoSharing Option
4 აპრილს კორეულ ჩანჯოუში ტყვიის სროლაში მსოფლიოს თასის სეზონის პირველი ეტაპი იწყება, რომელშიც ორი ქართველი იასპარეზებს - ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ნინო სალუქვაძე და ლევან ქადაგიძე. სამწუხაროდ, ახალგაზრდების გამგზავრება უფულობის გამო იმთავითვე გამოირიცხა.

ამ დუეტიდან პირველად ქადაგიძე იასპარეზებს, რომელიც სპორტული პისტოლეტიდან 4 აპრილს ისვრის, სალუქვაძე კი ამავე დისციპლინაში 5 აპრილს გამოვა.

პნევმატურშიც პირველად ქადაგიძე იასპარეზებს - 6 აპრილს, სალუქვაძე კი იქ ძალებს ტურნირის ბოლო დღეს, 7 აპრილს მოსინჯავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული