ნინო სალუქვაძემ საკვალიფიკაციოს პირველ სესიაში ცუდად ისროლა

AutoSharing Option
1 აგვისტოს ლონდონში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობს ნინო სალუქვაძე.

ჩვენი გუნდის კაპიტანმა და მედროშემ 25 მეტრიდან პნევმატური პისტოლეტით სროლის დისციპლინის კვალიფიკაციის პირველი სესია, რომელშიც 40 ტყვიის მსროლელი გამოდიოდა, მეთვრამეტე ადგილზე დაასრულა.

პირველ ორ ცდაზე სალუქვაძემ არცთუ ურიგოდ ისროლა - 97 და 98 ქულა აიღო და ლიდერებშიც იმყოფებოდა, თუმცა მესამე ცდაზე ძალზე დაბალი შედეგი - 94 აჩვენა. ჯამში ნინომ 289 ქულა დააგროვა. პირველი ეტაპის შემდეგ ამდენივე ქულა აქვს კიდევ შვიდ მონაწილეს.

ფინალურ ეტაპზე გამსვლელ 8 საუკეთესოს შორის მოსახვედრად ნინო სალუქვაძეს მცირე,
მაგრამ შანსი ჯერ კიდევ რჩება.

საკვალიფიკაციოს მეორე სესიაში ასპარეზობა მალე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული