პირველი რუმინული ოქრო

AutoSharing Option
მორიგ სათამაშო დღეს, ტყვიის სროლაში მედლების ერთი კომპლექტი თამაშდებოდა - მამაკაცები 10 მეტრიდან პნევმატური შაშხანით სროლაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ვინც ამ დისციპლინის ფინალს ადევნა თვალი, დაგვეთანხმება, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და დრამატული ორთაბრძოლა ამ ოლიმპიადაზე.

პირველობისთვის ერთმანეთს ეცილებოდნენ რუმინელი ალინ გეორგე მოლდოვეანუ და მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი, იტალიელი ნიკოლო კამპრიანი.

ისინი ერთნაირი მაჩვენებლით გადავიდნენ ფინალში და იქაც ბოლო გასროლამდე გაურკვეველი იყო გამარჯვებულის ვინაობა. ოდნავ წინ მოლდოვეანუ იყო
და ჩემპიონობის გასანაღდებლად მას 10.3 ქულის მოპოვება სჭირდებოდა. რუმინელი ნერვულ დაძაბულობას გაუმკლავდა და ზუსტად იქ მოახვედრა ტყვია, სადაც საჭირო იყო. ეს მოლდოვეანუს პირველი დიდი გამარჯვებაა სერიოზულ ტურნირებზე.

კამპრიანი 0,6-ქულიანი ჩამორჩენით ვერცხლს დასჯერდა, ბრინჯაო კი ინდოელმა გაგან ნარანგმა მოიპოვა. საინტერესოა, რომ ოთხი წლის წინ ამავე დისციპლინაში ასევე ინდოელმა აბჰინავ ბინდრამ მოიგო ბრინჯაო და ეს იყო ინდოეთის პირველი ინდივიდუალური მედალი ოლიმპიადების ისტორიაში.

ამჯერად ბინდრამ საკვალიფიკაციოში მე-16 ადგილი დაიკავა და ფინალში ვერ მოხვდა. სამაგიეროდ, მისგან ესტაფეტა ნარანგმა გადაიბარა.

კაცები
პნევმატური შაშხანა. 10 მ
1. გეორგე მოლდოვეანუ (რუმ) 702.1 (599+103.1)
2. ნიკოლო კამპრიანი (იტა) 701.5 (599+102.5)
3. გაგან ნარანგი (ინდ) 701.1 (598+103.1)
4. ტაო ვანი (ჩინ) 700.4 (598+102.4)
5. პეტერ ჰელენბრანდი (ჰოლ) 699.8 (596+103.8)
6. პიერ ედმონდ პიასეცკი (საფ) 699.1 (596+103.1)
7. ილია ჩარჰეიკა (ბლრ) 698.6 (597+101.6)
8. ოლე მაგნუს ბაკენი (ნორ) 691.5 (597+94.5)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული