ნინო სალუქვაძე ოლიმპიადაში 29 ივლისს ჩაებმება

AutoSharing Option
29 ივლისს ოლიმპიადაზე ჩვენი მედროშე და ოლიმპიური გუნდის ლიდერი, ევროპის სამგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე ისვრის პნევმატური იარაღიდან.

შეჯიბრება თბილისის დროით 12 საათზე დაიწყება საკვალიფიკაციო ეტაპით, მისი 8 საუკეთესო მსროლელი კი 14.45-დან ფინალში იასპარეზებს.

აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სალუუვაძე თავის მეშვიდე ოლიმპიადაზე გამოვა, თუმცა ამ მხრივ ქალთა შორის საერთაშორისო მასშტაბით რეკორდსმენი ვერაა - სერბეთის ფედერაციამ ერთი საგზური მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიურ ჩემპიონ იასნა სეკარიჩს მისცა თავისი სხვა მსროლელის ხარჯზე.

სეკარიჩი მხოლოდ სპორტულში გამოვა 1 აგვისტოს, თუმცა ამით
სალუქვაძეს გაუთანაბრდება ოლიმპიადებში მონაწილეობის მხრივ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული