ქართულ დუეტს ზულის ტურნირში მიზნი გაუცუდდა

AutoSharing Option
გერმანულ ზულში მიმდინარეობს ახალგაზრდა ტყვიის მსროლელთა დიდი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც საქართველოდან მხოლოდ ორი სპორტსმენი გამოდის - მარიამ ბლუაშვილი და ლიზი კილაძე.

მათ უკვე იასპარეზეს პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში, თუმცა წარუმატებლად - ბლუაშვილმა 359 ქულა დააგროვა და 56 მონაწილეს შორის 45-ე ადგილზე გავიდა, კილაძე კი 357-ით 47-ე იყო.

იქნებ მათი გამოუცდელობის გათვალისწინებით (ქუთაისელი კილაძე ჯერ მხოლოდ 12 წლისაა და პირველად გავიდა უცხოეთში) სხვა შემთხვევაში ეს ნორმალურ შედეგად მიგვეღო, როგორც დასაწყისი, მაგრამ მათ გაცილებით მეტი შეუძლიათ.

ცუდიც ისაა, რომ პირად მაჩვენებლებს საგრძნობლად ჩამორჩნენ.

მაგალითად, ბლუაშვილმა თებერვალში ევროპის ჩემპიონატზე 373 ქულა დააგროვა, კილაძემ კი საქართველოს ახალგაზრდული პირველობა 369 ქულით მოიგო.

გერმანიაში 373 ქულა მხოლოდ ჩეხმა სარკა იანაკოვამ დააგროვა და მე-12 ადგილზე გავიდა, 369 კი 22-24-ე ადგილებს შეესაბამებოდა.

ალბათ, ჩვენებურთა შედეგების ასეთ კლებაში მთავარი დამნაშავე გამოუცდელობა და შეკრებებისა და სათანადო საწვრთნელი პირობების ნაკლებობაა.

გერმანული ტურნირი 16 ივნისს მთავრდება სპორტული პისტოლეტიდან სროლით, თუმცა მასში ჩვენები არ გამოდიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული