ქართული დუეტი მიუნხენის მსოფლიოს თასზე

AutoSharing Option
23 მაისს მიუნხენში ტყვიის მსროლელთა შორის მსოფლიოს თასის მეორე ეტაპი იწყება, რომელშიც საქართველოდან მხოლოდ ორი სპორტსმენი გამოვა - ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე და ლევან ქადაგიძე. ჩვენი დუეტი დღესვე ჩაებმება სპორტული პისტოლეტით ასპარეზობაში. პნევმატურში ქადაგიძე 26-ში ისვრის, სალუქვაძე კი - 27-ში.

შეგახსენებთ, რომ წინა კვირას ჩვენებმა მილანში ისროლეს ასევე მსოფლიოს თასზე და იქ სალუქვაძეს ბრინჯაოს მედლამდე 0.1 ქულა დააკლდა. იმედია, ის მიუნხენში წარმატებით გამოვა და ოლიმპიადას ამაღლებული განწყობით შეხვდება.

მიუნხენში - მილანზე უკეთ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული