ლონდონის ოლიმპიადაზე 8 თვის ფეხმძიმე სპორტსმენი გამოვა?

AutoSharing Option
მალაიზიელი სპორტსმენი ნურ სარიანი მოჰამედ ტაიბი ლონდონის 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე რვა თვის ფეხმძიმე წარსდგება.

29 წლის ნური სარიანის მშობიარობა ოლიმპიადის დასრულებიდან ერთ თვეში უწევს, თუმცა მალაიზიელი სასტენდო მსროლელი ამაზე დიდად არ ნაღვლობს, რადგან სპორტის ეს სახეობა განსაკუთრებულ ფიზიკურ დატვირთვებთან არაა დაკავშირებული და მასში უფრო მნიშვნელოვანი მორალური და ფსიქოლოგიური გამძლეობაა.

ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე სროლაში შეჯიბრი 28 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება, ნურის მშობიარობის სავარაუდო თარიღი კი 2 სექტემბერია.

"სროლის წინ მუცლად მყოფ ჩემს შვილს ვთხოვ, რომ არ იმოძრაოს და ერთი
საათით წყნარად იჯდეს. სამწუხაროდ, მუცლის გამო დაწოლილი სროლას ვეღარ მოვახერხებ და თავდაპირველად დავღონდი, ლონდონში სამივე დისციპლინაში რომ ვერ გამოვიდოდი, თუმცა ახლა ამაზე აღარ ვნაღვლობ", - თქვა ნურიმ, რომლის გადაწყვეტილებას მეუღლე მხარს უჭერს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული