მაია გუბიევა ბელგრადში წარუმატებლად გამოვიდა

AutoSharing Option
მაია გუბიევა წარუმატებლად გამოვიდა ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე მრგვალ სტენდზე სროლაში - სამ სერიაში მხოლოდ 47 ქულა დააგროვა და 68 მონაწილეს შორის ბოლოსწინა ადგილზეა, მარტო ერთ მსროლელს, ფილიპინელ პაულა დიილვანას აჯობა. მან ყველზაე უკეთ პირველ სერიაში ისროლა - 18 ქულა 25 შესაძლებლიდან, დანარჩენებში კი უფრო მოუკლო - 14 და 15 დააგროვა.

ამ დისტანციაზე პირველობა არავის დაუთმო ჩინელმა იუნგზი ლიუმ და მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ფინალში ის მეორე შედეგით შევიდა. შესარჩევში ძალიან კარგად ისროლა რუსმა ელენე ტკაჩმა - პირველ ორ სერიაში
მხოლოდ თითო სამიზნეს ააცილა (24-24 ქულა), მესამეში კი ასპროცენტიანი შედეგი აჩვენა და 73 ქულა დააგროვა.

ფინალური ექვსეულის დანარჩენმა ხუთმა მონაწილემ 72-72 ქულა დააგროვეს, თუმცა მათ შორის ჩინელი და ავსტრალიელი - კატერინე სკინერი მაინც გამოირჩეოდნენ - სხვებმა თუ 23-იანი სერიებიც გამოურიეს ანუ ორი სამიზნე გააფუჭეს, ამათ მხოლოდ თითო გაუშვეს დაუზიანებელი და სამივე სერიაში სტაბილურად დააგროვეს 24-24 ქულა. თუმცა ფინალურმა სერიამ ყველაფერი შეცვალა - იქ მხოლოდ ჩინელმა ისროლა სტაბილურად და 3-ქულიანი ფორა მიიღო, რამაც გადაწყვიტა კიდეც ჩემპიონობის ბედი. მან ფინალში ადრინდელ მონაგარს 23 ქულა დაუმატა და ჯამში 95 დაუგროვდა. ვერცხლი სლოვაკ სუსანა სტეფეცეკოვას ერგო, რომელმაც ფინალში 20 ქულა მოაგროვა (ჯამში - 92), ტკაჩი კი მესამეზე გადავარდა - 90 ქულა.

ჩვენი ვაჟები - გივი შენგელია, დავით ქვათაძე და პავლე ლაკია სასანგრე სტენდზე 12 სექტემბერს ისვრიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული