ქართველებმა ბელგრადში წარუმატებლად ისროლეს

AutoSharing Option
ბელგრადში ხვალ დასრულდება მესტენდურთა ევროპის პირველობა, თუმცა ჩვენებმა დღეს დაამთავრეს გამოსვლა. რამდენიმე საათის წინ დასრულდა სასანგრე სტენდზე მსროლელ ვაჟთა შეჯიბრება, რომელშიც სამი ქართველი მონაწილეობდა. შესარჩევი ეტაპი გუშინ დაიწყო და სამი სერია გაიმართა, რომელშიც დამაჯერებლად გამოვიდა გივი შენგელია - 73 ქულით მე-20 იყო.

სამწუხაროდ, დღეს ჩატარებულმა ორმა დასკვნითმა სერიამ ვითარება რადიკალურად შეცვალა - შენგელიამ მონაგარს 45 ქულა შესძინა და საბოლოოდ 118 დააგროვა, რაც 50-ე შედეგი აღმოჩნდა.

ამდენივე ქულა დააგროვა კიდევ 4-მა მსროლელმა. მათ შორის კიდევ ერთი ჩვენებური დავით ქვათაძეც იყო, რომელსაც
დამატებითი მაჩვენებლები (ბოლო სერიების შედეგი) კონკურენტებზე უკეთესი აღმოაჩნდა და 46-ე ადგილი ერგო. პავლე ლაკია 115 ქულით მე-60-ზე გავიდა.

გუნდურ ჩათვლაში ჩვენებმა 351 ქულა დააგროვეს, რაც მე-15-ე შედეგი აღმოჩნდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული