სალუქვაძე 27-ეა

AutoSharing Option
მიუნხენში მიმდინარე მსოფლიოს თასზე გამოსვლა ნინო სალუქვაძემაც წარუმატებლად დაასრულა.

ამ დილით მან პნევმატური პისტოლეტით ისროლა 10-მეტრიან დისტანციაზე ისროლა შესარჩევ ციკლში და კვლავაც მისთვის შეუფერებლად დაბალი შედეგი ჰქონდა - 381 ქულა, რაც 127 მონაწილეს შორის 27-ე მაჩვენებლი აღმოჩნდა. მან საკუთარი შესაძლებლობები ყველაზე მეტად მესამე სერიაში გამოავლინა, სადაც რვაჯერ ათიანი დააზიანა, ორჯერ - ცხრიანი და 98 ქულა დააგროვა.

სამწუხაროდ, სხვებში დაბალი შედეგები ჰქონდა - პირველ ორში 95-95 დააგროვა, მეოთხეში - მხოლოდ 93. აღსანიშნავია, რომ ამ 40 გასროლაში მხოლოდ ერთხელ ჰქონდა 8-იანი, თუმცა
საერთო მონაგარში 9-იანები აშკარად სჭარბობდა.

ამ ტურნირით მსოფლიოს თასების სერია დასრულდა. ახლა წინ 1-14 აგვისტოს ბელგრადში გასამართი ევროპის ჩემპიონატის სპორტული პისტოლეტიდან სროლაში, 18-24 სექტემბერს კი პოლონურ ვარშავაში მსოფლიოს თასის სუპერფინალია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული