პეკინში მესტენდურებმა წააგეს

AutoSharing Option
პეკინში მიმდინარე მესტენდურთა მსოფლიოს თასზე ვაჟთა ტურნირში წარუმატებლად გამოვიდნენ ჩვენი სპორტსმენები - მრგვალ სტენდზე სროლაში პავლე ლაკია 115 ქულით 51-ე იყო, დავით ქვათაძემ კი 111 ქულა დააგროვა და 75-ზე გავიდა.

ამდენივე ქულა დააგროვა კიდევ სამმა მონაწილემ, მაგრამ ჩვენებურს ბოლო სერიაში ყველაზე დაბალი შედეგი ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ ეს შეჯიბრება სალიცენზიოა, თუმცა ამ შედეგით ჩვენებს არანაირი შანსი არა აქვთ.

პეკინში საქართველოს კიდევ ერთი წარმომადგენელი იასპარეზებს 26 აპრილს სასანგრე სტენდზე მაია გუბიევა ისვრის. მას ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვების რეალურად კანდიდატად მიიჩნევენ. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიურ
ცილკში სულ ორი ქულა დააკლდა საგზურამდე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული