შეურაცხყოფა წაგების გამო

AutoSharing Option
სოციალური ქსელი "ტვიტერი" კიდევ ერთი გაუგებრობის მიზეზი გახდა. ბრიტანეთის პოლიციამ დააკავა 17 წლის მოზარდი, რომელმაც შეურცხმყოფელი შინაარსის შეტყობინებები გაუგზავნა ბრიტანელ წყალში მხტომელ ტომ დეილის.

ამ უკანასკნელმა ორი დღის წინ 10-მეტრიანი კოშკურიდან სინქრონულ ხტომებში ვერ მოიგო მედალი.

ტურნირის დასრულებიდან რამდენიმე საათის შემდეგ უცნობმა მოზარდმა დეილის "ტვიტერზე" დაწერა, რომ სპორტსმენმა დააღალატა საკუთარი მამა, რომელიც 2011 წელს ტვინის კიბოთი გარდაიცვალა.

ვალში არც წყალში მხტომელი დარჩენილა. მან ჯერ დაწერა, რომ ყველაფერი გაიღო გამარჯვებისთვის, შემდეგ კი უცენზურო ფორმით უსურვა მალე სიკვდილი უცნობ მოზარდს.

ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული