ალექსანდრე გუჯაბიძის რომაული ბრინჯაო

AutoSharing Option
24 ივლისს იტალიის დედაქალაქ რომში დაიწყო ახალგაზრდა წყალმხტომელთა საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც მასპინძლებთან ერთად გერმანიის, ესპანეთის, ინგლისის, ბრაზილიის, ნორვეგიის, საქართველოს და ბელგიის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

19-წლამდელებში სამმეტრიანი ტრამპლინიდან შესანიშნავად იასპარეზა თბილისელმა ალექსანდრე გუჯაბიძემ - ორი წლით უფროსებთან პაექრობაში მან 434 ქულით ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა (აქამდე მისი საუკეთესო შედეგი იყო 388 ქულა). საგულისხმოა, რომ გუჯაბიძემ ამას წინათ სოფიის საერთაშორისო ტურნირზე 10-მეტრიანი კოშკურიდან ხტომაში დაიკავა მესამე ადგილი.

რომში 530 ქულით პირველი იყო ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის გამარჯვებული გაბრიელ აუბერი (იტალია), 470 ქულით მეორე ადგილზე ახალგაზრდებში
სამხრეთ ამერიკის ბრაზილიელი ჩემპიონი ჯეისონ რონდინელი გავიდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ირაკლი ბართაიამ რომიდან გვაცნობა, რომ იტალიის დედაქალაქში დღეს სამმეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში 16-წლიანთა შორის თამარ სიჭინავა გამოვა, ხვალ კი ორივე ქართველი სპორტსმენი მედლებისთვის კოშკურიდან ხტომებში იბრძოლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული