ალექსანდრე გუჯაბიძემ ოქროს ვერცხლი მოაყოლა

AutoSharing Option
მინსკში დამთავრდა წყალმხტომელთა საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც საქართველოს ორი წარმომადგენელიც მონაწილეობდა, ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ალექსანდრე ბართაიას ხელმძღვანელობით.

უკვე გაუწყეთ, რომ ალექსანდრე გუჯაბიძემ 10-მეტრიანი კოშკურიდან ხტომაში 19-წლიანთა შორის ოქროს მედალი მოიპოვა.

ასპარეზობის მეორე დღეს 17 წლის ქართველმა სპორტსმენმა 3-მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში 384 ქულით ვერცხლის მედალი დაიმსახურა. ჩვენებურს 7 ქულით აჯობა და პირველ ადგილზე გავიდა მასპინძელი სერგეი ვალახამოვიჩი.

შეგახსენებთ, რომ 16 წლის გოგონათა პაექრობაში 13 წლის რუსთაველმა თამარ სიჭინავამ მე-3 ადგილი დაიკავა.

გუჯაბიძე და სიჭინავა 16-20 ივლისს ბულგარეთისა და 24-26 ივლისს იტალიის საერთაშორისო
ტურნირებზეც მოსინჯავენ ძალებს.

ორივე შეჯიბრებაზე გასამგზავრებელ ხარჯებს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გაიღებს, სასტუმროთი და კვებით უზრუნველყოფას მიმღები ორგანიზაციები იღებენ საკუთარ თავზე.

20 ივნისს ჭოლა ჭანტურია იტალიის გრანპრის გათამაშებაზე გამოვა.

ტრამპლინიდან ვერცხლი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული