მხატვრულ ტანვარჯიშში ოთხივე ასაკში ქართველებმა გაიმარჯვეს

AutoSharing Option
თბილისში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტულ კომპლექსში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშში "ნელი სალაძის თასი". შეჯიბრებაში "ნელი სალაძის სახელობის მხატვრული ტანვარჯიშის აკადემია და სპორტული კლუბი გრაცია"-ს ტანმოვარჯიშეებთან ერთად აზერბაიჯანისა და სომხეთის მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა კლუბებმაც იასპარეზეს.

ტურნირი ოთხ ასაკობრივ ჯგუფში ჩტარდა და ოთხივეში პირველი ადგილი ქართველმა ტანმოვარჯიშეებმა დაიკავეს. უფროსი ასაკის გოგონებში პირველი ადგილი მერიამ ჯანტეზმა დაიკავა, იუნიორთა სპარეზობა კი სალომე ფაჟავამ მოიგო. 1998 წელს დაბადებულ ტანმოვარჯიშეთა შორის კი საუკეთესო ელიზავეტა ბაქრაძე იყო. 1999 წელს დაბადებულ გოგონათა შეჯიბრებაში კი ნინია როხვაძემ
გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ტურნირი თბილისში მესამედ ჩატარდა. მომავალ წელს "ნელი სალაძის თასი", სავარაუდოდ, ივნისში გაიმართება და უფრო წარმომადგენლობითი იქნება.

უფროსი ასაკი
1. მერიამ ჯანტეზი (საქართველო)
2. ინესა სიმონიანი (სომხეთი)
3. ასია სიმონიანი (სომხეთი)

იუნიორები
1. სალომე ფაჟავა (საქართველო)
2. ქეთევან მიშელაშვილი (საქართველო)
3. იულია სიომუშკინა (აზერბაიჯანი)

1998 წელს დაბადებულები:
1. ელიზავეტა ბაქრაძე (საქართველო)
2. ლუიზა მანუკიანი (სომხეთი)
3. მეჰფარა მანსუროვა (აზერბაიჯანი)

1999 წელს დაბადებულები
1. ნინია როხვაძე (საქართველო)
2. რუგია სათაროვა (აზერბაიჯანი)
3. ჯანეტ მამადოვა (აზერბაიჯანი)




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული