სპორტული ტანვარჯიში: მოდას ისევ ჩინელები კარნახობენ

AutoSharing Option
ოლიმპიურ თამაშებზე სპორტულ ტანვარჯიშში ასპარეზობის ბოლო დღეს მედლების ოთხი კომპლექტი გათამაშდა.

ოთხიდან ორი ოქრო ჩინელებს ხვდათ წილად, თითო-თითო კი ამერიკამ და ჰოლანდიამ მოიგეს.

ქალთა შორის თავისუფალ ვარჯიშში ამერიკელმა ალექსანდრა რაისმანმა კვალიფიკაცია დამაჯერებლად მოიგო. მისი აკრობატული ნახტომები ეფექტური და, რაც მთავარია, "სუფთა" იყო. ალექსანდრას მთავარ კონკურენტად რუმინელი სანდრა რალუკა იზბასა მიიჩნეოდა, რომელიც 2004 წლის ოლიმპიადის გამარჯვებულია.

პირველობის პრეტენზია ჰქონდა 2008 წლის ოლიმპიადის ოქროს მედლის მფლობელს ავსტრალიელ ლორენ მიჩელსაც. საბოლოოდ კი, რაისმანის გარდა, პრიზიორთა შორის ვერცერთი მოხვდა.

ამერიკელმა ფინალშიც შესანიშნავად იასპარეზა და
15,600 ქულით კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური არავის დაუთმო. მას 0.300 ქულით ჩამორჩა რუმინელი კატალინა პონორი. რუსმა ალია მუსტაფინმა კი წინა დღეს მოპოვებულ ოქროს მედალს ბრინჯაოც მიუმატა. მისი მონაგარი 14,900 ქულაა. მუსტაფინამ ოთხი ოლიმპიური მედლით დაასრულა ლონდონში გამოსვლა.

ქალთა შორის დვირზე ვარჯიშში ფავორიტები ჩინელი სუი ლი, ამერიკელი გაბრიელე დუგლასი და რუსი ვიქტორია კომოვა იყვნენ. ამათგან პრიზიორთა შორის მხოლოდ ჩინელი მოხვდა. მან 15,500 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალი ირგუნა.

ჩემპიონი კი მისი თანამემამულე ლინინ დენგი გახდა. ის მსაჯებმა 15,600 ქულით შეაფასეს. ბრინჯაო ამერიკელ ალექსანდრა რაისმანს დარჩა - 15,066 ქულა.

ვაჟთა შორის ორძელზე ვარჯიშში კვალიფიკაციის შემდეგ იაპონელი ძმები კაზუჰიტო და იუსუკე ტანაკები დაწინაურდნენ. მათ ლონდონის ოლიმპიადის მომავალი ჩემპიონი ჩინელი ფენგ ჟი ოდნავ ჩამორჩა. იაპონელები ფინალში ცუდად გამოვიდნენ და პრიზიორთა შორის ვერ მოხვდნენ.

ჩინელმა საკმაოდ მაღალი შეფასება მიიღო - 15,966 ქულა. ვერცხლის მედალი გერმანელმა მარსელ გუიენმა მოიპოვა 15,800 ქულით, ბრინჯაო კი ფრანგ ჰემილტონ საბოტს ერგო - ის 15,566 ქულით შეაფასეს.

ღერძზე ვაჟთა შორის შეჯიბრებას ორი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავდა: ჰოლანდიელი ეპკე ზონდერლანდი და ჩინელი ზიუ კაი.

ევროპელმა ამჯერად აჯობა აზიელს და მას ლონდონის ოლიმპიადაზე მესამე ოქროს მედლის აღება არ დაანება. არადა, ჩინელი ამ იარაღზე ვარჯიშში პეკინის ოლიმპიადის გამარჯვებულია. კაი ამჯერად ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. ვერცხლი კი გერმანელ ფაბიან ჰამბუხენს ერგო.

საერთო ჩათვლაში პირველობა არავის დაუთმო ჩინეთის ნაკრებმა, რომელმაც ჯამში 12 მედალს მოუყარა თავი. აქედან 5 ოქროს, 4 ვერცხლის და 3 ბრინჯაოსია.

კაცები
ორძელი
1. ჟე ფენგი (ჩინ) 15.966
2. მარსელ ნგუენი (გერ) 15.800
3. ჰემილტონი საბო (საფ) 15.566
4. კაზუჰიტო ტანაკა (იაპ) 15.500
5. დანიელ კორალი (მექ) 15.333
6. ემინ გარიბოვი (რუს) 15.300
6. ვასილეიოს ცოლაკიდისი (საბ) 15.300

ღერძი
1. ეპკე ზონდერლანდი (ჰოლ) 16.533
2. ფაბიან ჰამბუხენი (გერ) 16.400
3. კაი ზოუ (ჩინ) 16.366
4. ჩენლონ ჟანგი (ჩინ) 16.266
5. დანელ ლეივა (აშშ) 15.833
6. ჯონათან ჰორტონი (აშშ) 15.466

ქალები
დვირი
1. ლინლინ დენი (ჩინ) 15.600
2. ლუ სუი (ჩინ) 15.500
3. ალექსანდა რაისმანი (აშშ) 15.066
4. კატალინა პონორი (რუმ) 15.066
5. ქსენია აფანასიევა (რუს) 14.583
6. ლარისა იორდაჩე (რუმ) 14.200

თავისუფალი ვარჯიში
1. ალექსანდა რაისმანი (აშშ) 15.600 +
2. კატალინა პონორი (რუმ) 15.200 +
3. ალია მუსტაფინა (რუს) 14.900
4. ვანესა ფერარი (იტა) 14.900
5. ლორენ მიტჩელი (ავსტრა) 14.833
6. ქსენია აფანასიევა (რუს) 14.566

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული