მხატვრული ტანვარჯიშში დუშეთში ემზადებიან

AutoSharing Option
ამას წინათ რუსეთის დედაქალაქში მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა საერთაშორისო ტურნირზე ("მოსკოვის გრან პრი 2012") შესანიშნავად იასპარეზეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა - სალომე ფაჟავამ და გაბრიელა ხვედელიძემ, რომლებმაც 28 ქვეყნის წარმომადგენლებს შორის გუნდური მე-3 ადგილი დაიკავეს.

ქართველი სპორტსმენები ამჟამად დუშეთის ოლიმპიური მზადების ცენტრში გადიან წვრთნას ევროპის პირველობისთვის, ამ შეჯიბრებას კი 1-3 ივნისს რუსული ნიჟნი-ნოვგოროდი უმასპინძლებს.

გუშინ დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე ახალგაზრდა ტანმოვარჯიშეები სპორტის სამინისტროს აპარატის უფროსმა ირაკლი სამყურაშვილმა და ტანვარჯიშულ სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მერაბ ჩიქობავამ მოინახულეს და მათს წვრთნასაც დაესწრნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული