ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ახალი პრეზიდენტი

AutoSharing Option
საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის თავკაცად სამი წლის განმავლობაში კობა სვინტრაძე იყო არჩეული. ამას წინათ იგი თანამდებობიდან საკუთარი ნებით გადადგა.

გუშინ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა გაიმართა, რომელსაც სპორტის მინისტრის მოადგილე გია გალდავა და სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი რამაზ გოგლიძე ესწრებოდნენ.

დელეგატებმა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად ერთხმად აირჩიეს სპორტის დარგში თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე მერაბ ჩიქობავა (ვრცელ ინტერვიუს მერაბ ჩიქობავასთან "ლელოს" ხვალინდელ ნომერში შემოგთავაზებთ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული