აიკიდოს ჩვენება იაპონელი ოსტატებისგან

AutoSharing Option
აიკიკაის ფონდის იაპონელი ოსტატების მონაწილეობით, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის დარბაზში დღეს, იაპონური საბრძოლო ხელოვნების, აიკიდოს ჩვენება გაიმართება.

ჩვენებას დაესწრებიან იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მასაიოში კამოჰარა, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ქართული საზოგადოების წარმომადგენლები.

ჩვენებაში მონაწილეობენ აიკიკაის ფონდის იაპონელი ოსტატები, რომლებიც ამ ღონისძიებისათვის იაპონიიდან საგანგებოდ ჩამოვიდნენ. ღონისძიებას დაესწრებიან ასევე ოსტატები საქართველოს აიკიდოს ფედერაციიდან.

აიკიკაის ფონდი კურირებს აიკიდოს მსოფლიოს სათავო ოფისებს და მხარს უჭერს მსოფლიოში აიკიდოს განვითარებასა და პოპულარიზაციას. ფონდის ხელმძღვანელია მორიტერუ უეშიბა, რომელიც ამავე დროს საერთაშორისო აიკიდოს ფედერაციის
პრეზიდენტია.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოში იაპონიის საელჩო, საქართველოს აიკიდოს ფედერაცია და ძიუდოს ფედერაცია.


"ინტერპრესნიუსი"






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული