რონი ო'სალივანმა მასტერსი მეექვსედ მოიგო

AutoSharing Option
ლეგენდარულმა სნუკერიტსმა რონი ო'სალივანმა მოგებით დაიწყო ახალი სეზონი. 40 წლის მოთამაშემ ფინალში 10:1 გაანადგურა ბარი ჰოკინსი და "მასტერსის" გამარჯვება გახდა.

პირველი ფრეიმი ჰოკინსმა მოიგო (66:50), მაგრამ ფინალის დარჩენილი ნაწილი მისთვის კოშმარი აღმოჩნდა. პრაქტიკულად ათივე მოგებულ ფრეიმში ო'სალივანი უკონკურენციოდ იყო.

"ჩვეულებრივ, არ მიკვირის ტურნირების მოგება, მაგრამ, ამჯერად, გაკვირვებული დავრჩი, რადგან მოვიგე რვათვიანი პაუზის შემდეგ", - განუცხადა BBC-ის ო'სალივანმა.

რონისთვის ეს იყო მეექვსე მოგება "მასტერსზე" და ამ მაჩვენებლით ის გაუთანაბრდა სტივენ ჰენდრის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული