გაყრა ტაიგერ ვუდსსა და ლინდსი ვონს შორის

AutoSharing Option
ლეგენდარული გოლფისტი ტაიგერ ვუდსი და ცნობილი ამერიკელი სამთო მოთხილამურე ლინდსი ვონი ერთმანეთს დაშორდნენ. მათი რომანი სამი წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

ვონმა და ვუდსმა რომანის შესახებ ოფიციალურად 2013 წლის მარტში გამოაცხადეს. "თითქმის სამწლიანი ურთიერთობის შემდეგ მე და ტაიგერმა ერთობლივად გადავწყვიტეთ ურთიერთობის გაწყვეტა. ყოველთვის თბილად გავიხსენებ იმ დროს, რომელიც ერთად გავატარეთ.

სამწუხაროდ, ორივენი გიჟური რიტმით ვცხოვრობთ, რის გამოც ხშირად ცალ-ცალკე გვიწევს დროის გატარება. ყოველთვის დიდი პატივისცემით გავიხსენებ ტაიგერს. მას და მის შესანიშნავ ოჯახს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ექნება ჩემს გულში", - დაწერა ვონმა "ფეისბუქზე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული