გოლფის მარია შარაპოვა

AutoSharing Option

ქალთა გოლფის ერთ-ერთი პოპულარული წარმომადგენელი მარია ვერჩენოვა თავის სახეობის პოპულარიზაციას აპირებს. ის რუსი ჩოგბურთელის მარია შარაპოვას გზას დაადგა, რომლის ქარიზმა და პოპულარობა ჩოგბურთს ათასობით ახალ თაყვანისმცემელსა და ათობით სპონსორს სძენს. მაგალითად, საიუველირო კომპანიები ადრე არასოდეს ასპონსორებდნენ სპორტსმენებს, მაგრამ შარაპოვას პოპულარობამ თავისი საქმე გააკეთა და მარიამ მეტად სარფიანი ხელშეკრულება გააფორმა ცნობილ ბრენდ Tiffany-თან.

გოლფისტმა ვერჩენოვამაც გადაწყვიტა ქალთა გოლფის პოპულარიზაცია, რისთვისაც მეტად უჩვეულო ხერხი აირჩია - შარაპოვას სატურნირო კაბების ასლების შექმნა და ამ ჩაცმულობით გოლფის მინდვრებზე გამოჩენა.

მარია ვერჩენოვა დღეს ერთადერთი რუსი

პროფესიონალი გოლფისტია, რომელიც მუდმივად მონაწილეობს ქალთა ევროპული ტურის (Ladies European Tour) ტურნირებში. მან გოლფში ვარჯიში ჩეხეთში დაიწყო და რამდენიმე წელიწადში პროფესიულ დონეზე ავიდა. მას სურს ამ კონსერვატულ თამაშს მეტი ქალურობა შესძინოს. უცხოურმა პრესამ ვერჩენოვას უკვე უწოდა "გოლფის მარია შარაპოვა".

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული