ახალი ძველი იდეა მძლეოსნობაში: რეკორდების განულება

AutoSharing Option
დოპინგ-სკანდალებისა და სხვადასხვა ტურნირზე მედლების ჩამორთმევის ხშირმა შემთხვევებმა აიძულა სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაცია (AIPS) მიემართა მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტისთვის სებასტიან კოესთვის წინადადებით - გაანულონ მსოფლიოს ყველა რეკორდი მძლეოსნობაში.

AIPS-ის პრეზიდენტის ჯანი მერლოს აზრით, რომელიც La Gazzetta dello Sport-ს წარმოადგენს, რეკორდები, შესაძლოა, არაპატიოსანი გზით იყოს დამყარებული.

სხვათა შორის, მსგავსი იდეა ამ საუკუნის დასაწყისში წამოაყენეს გერმანიაში და მაშინ, ფედერაციის ხელმძღვანელობამ წინადადება უარყო.

იანვარში, საერთაშორისო ფედერაციის საინსპექციო კომისია რუსეთს ეწვევა. ამ ქვეყნის წევრობა ორგანიზაციაში შეჩერებულია 2015 წლიდან. თებერვალში შეადგენენ ანგარიშს ვიზიტის შედეგების მიხედვით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული