მეორე ხუთმეტრიანი ნახტომი

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე ბრიუსელში "ბრილიანტის ლიგის" მორიგი ეტაპი გაიმართა, სადაც განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ჭოკით ხტომაში ქალების გამოსვლამ.

აქ პირველობისთვის ერთმანეთს ებრძოდნენ რიოს ოლიმპიადის გმირები: ოქროსმედალოსანი, ბერძენი ეკატერინა სტეფანიდი და ვერცხლის პრიზიორი, ამერიკელი სენდი მორისი.

ამერიკელმა მაღალი შედეგით - 4.94 მეტრით მოიგო ტურნირი, იმ დროს, როცა სტეფანიდიმ მხოლოდ 4.76 მეტრი აჩვენა. მორისის შედეგი ბრიუსელის ტურნირის რეკორდი და სეზონის საუკეთესო შედეგი იყო.

გამარჯვების განაღდების შემდეგ, 24 წლის ამერიკელმა 5-მეტრიანი სიმაღლე დაძლია, რაც აქამდე, ისტორიაში მხოლოდ ლეგენდარულ რუსს ელენა ისინბაევას გაუკეთებია. ბოლოს, მორისმა მსოფლიოს
რეკორდსაც (5.06 მეტრი) შეუტია, მაგრამ სამივე ცდა 5.07 მეტრზე წარუმატებელი აღმოჩნდა.

რიოს ოლიმპიადაზე მორისმა და სტეფანიდიმ ერთნაირი შედეგი აჩვენეს - 4.85 მეტრი, მაგრამ ბერძენი ჩემპიონი ნაკლები ცდის გამო გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული