რუსებს მედლები უნდა ჩამოერთვათ

AutoSharing Option
მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ აპელაცია შეიტანა რუსეთის ანტისადოპინგო საააგენტოს გადაწყვეტილებაზე - არ ჩამოერთვას სერგეი კირდიაპკინსა და ოლგა კანისკინას ლონდონის ოლიმპიადაზე სპორტულ სიარულში მოპოვებული ოქროსა და ვერცხლის მედლები.

საერთაშორისო ფედერაციამ რუსული ორგანიზაციის ვერდიქტი სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრა. რუსების გადაწყვეტილებით, კირდიაპკინს და კანისკინას სამწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, მაგრამ შეუნარჩუნეს ოლიმპიური მედლები.

როგორც იცით, რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტომ 20 იანვარს გამოაცხადა, რომ სხვადასხვა ვადით არიან დისკვალიფიცირებულნი სპორტული სიარულის წარმომადგენლები - ოლიმპიური ჩემპიონები კანისნიკა, კირდიაპკინი, ვალერი ბორჩინი, მსოფლიოს ჩემპიონი სერგეი ბაკულინი და ვლადიმირ კანაინიკი.

სხვათა შორის, ამ
მძლეოსნების გამო, შესაძლოა, 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე არ დაუშვან რუსეთის მძლეოსნობის ნაკრები.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული