მძლეოსნობის სტადიონი მაისის ბოლომდე მზად იქნება

AutoSharing Option
საქართველოს დედაქალაქი ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან იწონებს თავს მძლეოსნობის სასახლით.

კაპიტალური რემონტის შემდეგ ეს შენობა სპორტსმენთა მომზადების ერთ-ერთ საუკეთესო კერად იქცა.

და აი, "სპორტის დედოფლის" წარმომადგენლებს თბილისში მაისის მიწურულს კეთილმოწყობილი სტადიონიც ექნებათ.

ტრიბუნები 3 ათას მაყურებელზეა გათვლილი. როგორც მშენებლობის ზედამხედველმა ლევან არღვლიანმა გვითხრა, სტადიონზე გათვალისწინებულია ასაწყობ-დასაშლელი ტრიბუნების დადგმაც.

სარბენი ბილიკების მოშანდაკება-ბეტონის დასხმა, ფაქტობრივად, დასრულებულია. მძლეოსნობის ახალ არენასთან შენდება ოთხსართულიანი სასტუმრო, რომელსაც 64 ერთ და ორადგილიანი ნომრები ექნება, საოფისე ოთახებთან ერთად.

- კარკასის სამუშაოები მომთავრებულია. მეორე-მეოთხე სართულების იატაკებზე უკვე დასხმულია ბეტონის
ხსნარი, - გვითხრა ბატონმა ლევანმა, - ამჟამად თბოიზოლაციის, გათბობა-კონდიცირება-ვენტილაციის სამუშაოები და ელექტროობის დამონტაჟება მიმდინარეობს.

ამ სამუშაოებს შპს "ჯეობილდერი" ასრულებს. მშენებლებს ისეთი ტემპი აქვთ აღებული, დარწმუნებული ვარ, როგორც სარბენი ბილიკების, ტრიბუნებისა და სასტუმროს, ასევე, ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები ვადამდე დასრულდება. ივლისის მიწურულს აქ ევროპის ოლიმპიური ფესტივალის მონაწილეები იასპარეზებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული