მძლეოსნობა: რიოში დილით ირბენენ

AutoSharing Option
რიო-დე-ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიადის დროს, მძლეოსნობაში ზოგიერთი ფინალი ადგილობრივი დროით დილით გაიმართება, - იტყობინება მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია. ეს კეთდება ტელევიზიების ინტერესებიდან გამომდინარე, რათა ევროპულ ქვეყნებში მძლეოსნობის მთავარი სტარტები პირდაპირ ეთერში მოსახერხებელ დროს იხილონ.

"დილის საათებში ფინალების ჩატარება ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტისა და ტელევიზიების თხოვნით გადავწყვიტეთ. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, გავზარდოთ მაყურებელთა რიცხვი ყველა საათობრივ სარტყელში. სულ დილით 13 ფინალი გაიმართება", - ამბობს საერთაშორისო ფედერაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პოლ ჰარდი.

სხვათა შორის, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს 1988 წელს, სეულის ოლიმპიადის დროს. რიოში მძლეოსნობის ტურნირის პირველი
ფინალი იქნება გარბენი 10 ათას მეტრზე და ის სწორედ დილით გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული