"დინამო არენაზე" 1999-2000 წლებში დაბადებულ მძლეოსანთა საქართველოს ღია პირველობა გაიმართა

AutoSharing Option
"დინამო არენაზე" ორ დღეს გრძელდებოდა 1999-2000 წლებში დაბადებულ მძლეოსანთა საქართველოს ღია პირველობა, რომელშიც 16 ქალაქისა და რაიონის 300-მდე წარმომადგენელი იბრძოდა საპრიზო ადგილებისთვის.

მოასპარეზეთა შორის იყო 16 ლატვიელი გოგონა და ვაჟი. ამ შეჯიბრებამ იმიტომ გამოიწვია დიდი ინტერესი, რომ სწორედ ამ ასაკის სპორტსმენები გაუწევენ ერთმანეთს მეტოქეობას 2015 წელს თბილისში, ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალში.

ცხადია, ყველა ქვეყანა ცდილობს, სპორტის იმ სახეობებში, რომლებიც ფესტივალის პროგრამაშია შეტანილი, კონკურენტუნარიანი გუნდები ჩამოაყალიბოს.

დასტურად ლატვიის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელის, მძლეოსნობასა და ათჭიდში ლატვიის მრავალგზის ჩემპიონის, ბობსლეიში სოლთ ლეიქ სითის
ზამთრის ოლიმპიადის მონაწილის, ევროპის ვიცე-ჩემპიონისა და გრანპრის მეორეადგილოსან მატის ზაცმანისის სიტყვებიც კმარა:

"თბილისში ჩვენი სტუმრობის მიზანია არა მარტო ქართველ და ლატვიელ ჭაბუკ სპორტსმენთა დაახლოება-დამეგობრება, არამედ 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალისთვის მებრძოლი, კონკურენტუნარიანი გოგო-ბიჭების მომზადება; თბილისის ღია პირველობაზე იმ შეჯიბრებაში მონაწილეობის პოტენციური კანდიდატები ჩამოვიყვანეთ.

საქართველოს დედაქალაქმა ჩვენზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. მასპინძლებმა ასპარეზობისა და აქტიური დასვენებისთვის ყველა პირობა შეგვიქმნეს. შეჯიბრებაც მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. ძალიან მოგვეწონა სტადიონი.

განსაკუთრებით კი, თქვენმა ახალგაზრდა ათლეტებმა გაგვაოცეს სასიამოვნოდ - ნამდვილად არ ველოდით მათგან ასეთ კონკურენციას.

მსგავს შეჯიბრებას გაისადაც თუ ჩაატარებთ, აუცილებლად გეწვევით. სასარგებლო იქნება საქართველოს ძლიერ ნაკრებთან პაექრობა.

ისეთ სპორტსმენებს ჩამოვიყვანთ, რომლებიც ფესტივალზე აუცილებლად მედლებისთვის იბრძოლებენ. არ არის გამორიცხული, თბილისში საწვრთნელი შეკრებების ჩასატარებლადაც ჩამოვიდეთ"
.

რაც შეეხებათ ქართველ სპორტსმენებს, კარგი შთაბეჭდილება დატოვა 14 წლის თეო მაჭარაშვილმა, რომელიც 5,55 მეტრზე გადახტა, ხოლო მისი თანატოლი ვიქტორია შიშლოვა 161 სანტიმეტრზე გადებულ თამასას გადაევლო. კარგი შედეგით კვლავ გამოირჩა მარი ჩაკაბერია, რომელიც მეორე სამჭიდში პირველი იყო.

12 წლის ჭიათურელმა მარი ფხალაძემ 800 და 1500 მეტრზე გამოიჩინა თავი (ოღონდ მას თბილისის ფესტივალზე ასაკის გამო ასპარეზობა არ მოუწევს). იმის თქმა გვინდა, რომ საქართველოს "სპორტის დედოფალს" ღირსეული ცვლა ეზრდება და ამ ნიჭიერ ახალგაზრდებს მეტი თანადგომა სჭირდებათ.

კვარცხლბეკი
გოგონები
I სამჭიდი (60 მ, სიმაღლესა და სიგრძეზე ხტომა). 1. კრისტინა ზაცმანისი (ლატვია, 5), 2. თეო მაჭარაშვილი (7), 3. ვიქტორია შიშლოვა (ორივე - თბილისი, 9);

II სამჭიდი (60, 100 მ თარჯრბენი, 200 მ). 1. მარი ჩაკაბერია (ზუგდიდი, 4), 2. ანა პრიეკულე (6), 3. ტერეზე გიპხლე (ორივე - ლატვია, 10);

III სამჭიდი (60 მ, ბირთვის კვრა, შუბის ტყორცნა). 1. აივა ნიედრა (4), 2. ვიქტორია დელესკა (ორივე - ლატვია, 5), 3. ანა ჩოხელი (საქართველო, 9);

IV სამჭიდი (60, 400 და 800 მ). 1. პატრისია კაროლინა როშოფა (3), 2. ანჟელა ოცერიტოვა (ორივე - ლატვია, 6), 3. მაკა სანიკიძე (ვანი, 10).

ბიჭები
I სამჭიდი (60 მ, სიმაღლესა და სიგრძეზე ხტომა). 1. რომან ბადრიძე (თბილისი, 5), 2. ვლადისლავ ოსიპენკო (ლატვია, 5,5), 3. ბესო სოსაძე (თბილისი, 7.5);

II სამჭიდი (60, 110 თარჯრბენი, 200 მ). 1. დავით ლუკავა (ზუგდიდი, 3), 2. დავის ლაცისი (6), 3. ალეკსანდერ კუცსი (ორივე - ლატვია, 9);

III სამჭიდი (60, ბირთვის კვრა, შუბის ტყორცნა). 1. რობერტს გლაუდა (ლატვია, 4), 2. გიორგი კეთილაძე (ხონი, 5), 3. კრისტიანს მეფანოვსკისი (ლატვია, 9);

IV სამჭიდი (60, 400 და 800 მ). 1. ილია პეტრუშენკო (ლატვია, 6), 2. ელგუჯა მახნიაშვილი (თბილისი, 6), 3. როჟს პუქსი (ლატვია, 7).

გუნდური
1. ლატვია (106,5), 2 საქართველო (133,5).

გოგონები
100 მ 1. ჟენეტ გოდაბრელიძე (თბილისი, 13,76), 2. ალიონა თათარაშვილი (ფოთი, 13,79), 3. თამარ ბუთიაშვილი (თბილისი, 14,02);

200 მ. 1. სალომე მენთეშაშვილი (თბილისი, 28,75), 2. ნანო ჭკადუა (ზუგდიდი, 29,29), 3. ალიონა თათარაშვილი (ფოთი, 29,46);

400 მ. 1. ნანო ჭკადუა (ზუგდიდი, 1.06,55), 2. ანა რამაზაშვილი (თბილისი, 1.10,93), 3. სვეტლანა ტოფჩიანი (ახალციხე, 1.11,43).

800 მ. 1. მართა ჯვარიძე (ახალციხე, 2.37,94), 2. მარიამ მშვიდობაძე (თბილისი, 2.52,52), 3. მარი შონია (ხობი, 2,53,49);

1500 მ. 1. მართა ჯვარიძე (ახალციხე, 5.26,76), 2. გვანცა რამიშვილი (ვანი, 5.46,80), 3. ირინა ფხალაძე (ჭიათურა, 5.49,54);

100 მ/თარჯრბენი. 1. კრისტინა ზაცმანისი (ლატვია, 15,88), 2. ანნა გუგუნიშვილი (თბილისი, 21,04);

400 მ/თარჯრბენი. 1. ანჟელა ოჩერედოვა (ლატვია, 1.05,54);

სიგრძე. 1. ქეთი შველიძე (თბილისი, 4,30), 2. ნინი წიქორიძე (ქუთაისი, 4,08), 3. ელისო დანელია (მარტვილი, 4,01);

სიმაღლე. 1. მარი მწითური (თბილისი, 153);

სამხტომი. 1. ნინი წიქორიძე (ქუთაისი, 9,32), 2. ელისო დანელია (მარტვილი, 9,25), 3. ქეთი შველიძე (თბილისი, 9,10);

ჭოკი. 1. დიანა ზოლოტუხინა (თბილისი, 210);

ბირთვი. 1. გვანცა ბოჭორიშვილი (გორი, 8,07), 2. სალომე თურმანიძე (თბილისი, 7,88);

ბადრო. 1. ნინო წიქვაძე (თბილისი, 38,01), 2. გვანცა ბოჭორიშვილი (გორი, 31,32), 3. სალომე თურმანიძე (თბილისი, 26,86);

ურო. 1. ნინო წიქვაძე (თბილისი, 42,11)

ბიჭები
100 მ. 1. გიორგი დობორჯგინიძე (12,47), 2, გიორგი ავთენიძე (13,02), 3. გიორგი ბაციკაძე (სამივე - თბილისი, 13.20);

200 მ. 1. გიორგი დობორჯგინიძე (თბილისი, 25,82), 2. რუბენ აბესაძე (ქუთაისი, 26,63), 3. ირაკლი ბაღდავანიძე (ბორჯომი, 27,49);

400 მ. 1. გიორგი გიორგაძე (1.00,96), 2. ირაკლი ბაღდავანიძე (ორივე - ბორჯომი, 1.02,03), 3. დათო მაისურაძე (თბილისი, 1.02,60);

800 მ. 1. სოინ გასანოვი (თბილისი, 2.17,04), 2. გიორგი გიორგაძე (ბორჯომი, 2.17,84), 3. ნიკოლოზ გიხნიაშვილი (თბილისი, 2.33,14);

1500 მ. 1. ნიკოლოზ გიხნიაშვილი (თბილისი, 5.04,08), 2. გივი ბირჩაძე (ახალციხე, 5.06,96), 3. გიორგი გიხნიაშვილი (თბილისი, 5.33,00);

3000 მ. 1. დავით აბესაძე (თბილისი, 10.19,19), 2. გივი ბირჩაძე (ახალციხე, 10.30,99);

110 მ/ თარჯრბენი. 1. ვლადისლავ ოსიპენკო (ლატვია, 16,03), 2. მურად მეგენეიშვილი (19,11), 3. ლუკა კურდღელია (ორივე - ქუთაისი, 22,49);

400 მ/ თარჯრბენი. 1. ილია პეტრუშენკო (ლატვია, 1.04,11), 2. ცოტნე რამიშვილი (1.14,38), 3. გიორგი კაზარიანი (ორივე - თბილისი, 1.20,50);

სიგრძე. 1. ირაკლი ბერუაშვილი (გორი, 5,15), 2. ვლადიმერ ამირგულიანი (5,12), 3. მიშა ცანავა (ორივე - თბილისი, 4,43);

სიმაღლე. 1. ზურაბ გაფრინდაშვილი (ჭიათურა, 135);

სამხტომი. 1. ირაკლი ბერუაშვილი (გორი, 11,70), 2. რიჩარდ კუპატაძე (11,03), 3. დათო ბადრიძე (ორივე - თბილისი, 10,80);

ჭოკი. 1. ლაშა ქარქუსაშვილი (240), 2. ალექსანდრე მაღალდაძე (ორივე - თბილისი, 230);

ბირთვი. 1. დათო ოჩიგავა (მარტვილი, 11,75), 2. ბადრი ქიმაძე (თბილისი, 11,12), 3. დათო კვანჭიანი (ოზურგეთი, 9,34);

ბადრო. 1. გიორგი დავითაშვილი (სიღნაღი, 45,53), 2. ბადრი ქიმაძე (საჩხერე 41,47), 3. ლაშა გურგენიძე (თბილისი, 40,05);

შუბი. 1. ჯაბა ჭოლოკავა (ხონი, 39,95), 2. ბესო ჩხაიძე (ოზურგეთი, 24,40), 3. ლადო ქარდავა (წალენჯიხა, 23,27).

ურო. 1. გაგა ლომიძე (თბილისი, 34,93).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული