ახალგაზრდა ქართველმა მძლეოსნებმა თურქეთში თითო ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვეს

AutoSharing Option
თურქეთში დამთავრდა ახალგაზრდა მძლეოსანთა საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც 25 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ქართველი ათლეტები მხოლოდ 1998-99 წლებში დაბადებულთა პირველობაში ასპარეზობდნენ.

თბილისელმა თეონა მაჭარაშვილმა 100 მეტრზე რბენაში (12,78) პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ამავე დისტანციაზე მესამე იყო ზუგდიდელი მარიამ ჩაკაბერია (21,91). საქართველოს დელეგაციას ვერცხლის მედალი ქუთაისელმა ავთანდილ ტყეშელაშვილმა მოუტანა - სიგრძეზე ხტომაში იგი 6,13 მეტრით მეორე ადგილზე გავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული