ოსკარ პისტორიუსი თვითმკვლელობაზე ფიქრობს

AutoSharing Option
სამხრეთაფრიკელი მორბენალი ამპუტანტის, ოსკარ პისტორიუსის მეგობარმა მაიკ ეზიმ განაცხადა, რომ შეყვარებულის - რივა სტინკამპის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მძლეოსანი თვითმკვლელობის ზღვარზეა მისული. როგორც ეზი ამბობს, ოსკარი ვერ ეგუება ყოფილი მოდელის სიკვდილს.

მაიკ ეზიმ ეს ამბავი BBC-ის გადამღებ ჯგუფს მოუყვა. ბრიტანული ტელეკომპანია გახმაურებულ მკვლელობაზე დოკუმენტურ ფილმს იღებს.

"ის ყოველთვის ახსენებს რივას და გვთხოვს, ვილოცოთ მისთვის და მისი ოჯახისთვის, - განაცხადა ეზიმ. – მის ხმაში არ იგრძნობა თვითდაჯერებულობა.
ის ჰგავს ადამიანს, რომელიც გზააბნეულია და არ იცის, სად წავიდეს. ოსკარი განადგურებულია. მეტს გეტყვით: მგონია, რომ ის თვითმკვლელობის ზღვარზეა. ეს ძალიან მაწუხებს".

"მაგრამ ჩვენ - მისი მეგობრები ყოველთვის მის გვერდით ვიქნებით. მას არასოდეს მივატოვებთ"
, - დაამატა ეზიმ.

ლონდონის ოლიმპიადის მონაწილის ტრაგიკულ ბედზე შექმნილ დოკუმენტურ ფილმს BBC-ის არხზე ორშაბათს გაუშვებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ტრაგიკული ვალენტინობის დღე - ოსკარ პისტორიუსმა შეყვარებული 14 თებერვალს მოკლა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული