ტრაგედიის ექო: თურმე პისტორიუსი ადრეც ისროდა

AutoSharing Option
რივა სტინკამპის მკვლელობაში ბრალდებული მძლეოსნის, ოსკარ პისტორიუსის მეგობარმა აღიარა, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ სამხრეთაფრიკელმა მორბენალმა კინაღამ დაჭრა ის რესტორანში.

20 წლის მოკრივე კევინ ლერენა ჟურნალისტებს მოუყვა, რომ პარაოლიმპიელის მიერ პისტოლეტიდან ნასროლი ტყვია სანტიმეტრებში ასცდა მის ფეხს.

"მან კინაღამ ფეხში დამჭრა. ჩემი კარიერა შეიძლებოდა დასრულებულიყო, მაგრამ გამიმართლა, - ამბობს მოკრივე. - ჩვენთან ერთად მყოფ ერთ-ერთ მამაკაცს პისტოლეტი ჰქონდა და პისტორიუსმა მისი ნახვა მოისურვა. მან ერთი ტყვია ამოიღო და თითქოს დაავიწყდა, რომ მჭიდში შეიძლება სხვა ტყვიებიც ყოფილიყო. იმაში დ
არწმუნებულმა, რომ ტყვია არ გავარდებოდა, ჩახმახს გამოჰ
კრა და რესტორანში ყველა შოკში ჩააგდო".

"ოსკარმა რამდენიმე დღის შემდეგ დამირეკა და დამპირდა, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდებოდა", - ნაღლიანად დაამატა ლერენმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ტრაგედიის ექო: ოსკარმა აღიარა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული