ბრიტანეთის ყველაზე პოპულარული სპორტსმენი ჯესიკა ენისია

AutoSharing Option
ბრიტანეთის ყველაზე პოპულარული სპორტსმენი გახდა შვიდჭიდში ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ჯესიკა ენისი. ბრიტანელი მძლეოსანი ინტერნეტის საძიებო სისტემების მიხედვით გამოარჩიეს.

როგორც ირკვევა, 2012 წელს ბრიტანელებმა "ძიებაში" ყველაზე ხშირად სწორედ ენისის გვარი ჩაწერეს.

საინტერესო ის არის, რომ პირველ სამ ადგილზე გასულ სპორტსმენებს შორის არ აღმოჩნდა ფეხბურთელი.

ენისმა გაუსწრო ასევე ოლიმპიურ ჩემპიონებს - ჩოგბურთელ ენდი მიურეისა და ველომრბოლელ ვიქტორია პენდლტონს.

ხუთეულში ვხედავთ "ბოლტონის" ყოფილ ფეხბურთელს ფაბრის მუამბას, რომელმაც მარტში, ინგლისის თასის მატჩის დროს ინფარქტი გადაიტანა, რამაც მინდორზე მოთამაშის კლინიკური სიკვდილი გამოიწვია. მაგრამ მუამბა
გადარჩა, ფეხბურთს თავი დაანება და ცოლი მოიყვანა.

მეხუთე ადგილზეა 18 წლის წყალში მხტომელი ტომ დეილი - 10-მეტრიანი კოშკურიდან ხტომაში ბრინჯაოს ოლიმპიური მედლის მფლობელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული