მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ წლის საუკეთესო ათლეტები გამოავლინა

AutoSharing Option
24 ნოემბერს მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ წლის საუკეთესო ათლეტები გამოავლინა.

2012 წლის ლაურეატები გახდნენ - იამაიკელი უსაინ ბოლტი და ამერიკელი ელისონ ფელიქსი. ამის შესახებ ბარსელონაში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე გამოცხადდა.

ბოლტმა ლონდონის ოლიმპიადაზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა: 100 და 200 მეტრზე და 4x100 მეტრზე ესტაფეტაში. სულ იამაიკელის ანგარიშზე ოლიმპიადის ექვსი ოქრო მოდის.

უსაინმა ეს პრიზი კარიერაში მეოთხედ მოიგო. მან კენჭისყრაში აჯობა ამერიკელ არის მერიტსა (110 მეტრი თარჯრბენი) და კენიელ დავიდ რუდიშას (800 მეტრი). ამ უკანასკნელს ერგო ჯილდო "წლის გამოსვლისთვის" (ლონდონში 800 მეტრზე
ფინალი, რომელშიც კენიელმა მსოფლიოს რეკორდი დაამყარა).

ფელიქსმა, ბოლტის მსგავსად, ლონდონში სამი ოქრო მოიგო. ამერიკელმა გაიმარჯვა 200 მეტრზე სირბილში, აგრეთვე აშშ-ის ნაკრებთან ერთად საუკეთესო იყო 4x100 და 4x400 მეტრზე ესტაფეტებში. წლის მძლეოსნის პრიზისთვის ბრძოლაში ამერიკელის კონკურენტები იყვნენ:

ბრიტანელი შვიდჭიდელი ჯესიკა ენისი და ახალზელანდიელი ბირთვის მკვრელი ვალერი ადამსი.

ქალებს შორის "წლის გამოსვლად" აღიარეს აშშ-ის ნაკრების გამარჯვება 4x100 მეტრზე ესტაფეტაში. აქაც მაყურებელმა მსოფლიოს რეკორდი იხილა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული