ინდოელი ქალი-მორბენალი პინკი პრამანიკი მამაკაცი ყოფილა... და ამიტომაც შემოეუპატიურა

AutoSharing Option
ინდოეთის შტატის - დასავლეთ ბენგალიის სასამართლომ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ სამხრეთაზიური თამაშების სამგზის ჩემპიონი, ინდოელი ქალი-მორბენალი პინკი პრამანიკი მამაკაცი გახლავთ.

2012 წლის ივნისში სპორტსმენის მეგობარმა გოგონამ, 32 წლის ანამიკა აჩარიამ პოლიციაში განცხადება შეიტანა. ის წერდა, რომ პრამანიკი სინამდვილეში მამაკაცია და მძლეოსანმა ის გააუპატიურა. აჩარია და პრამანიკი რამდენიმე წელი ერთად ცხოვრობდნენ.

სპორტსმენმა გარკვეული ხანი პატიმრობაში გაატარა, მაგრამ 25 დღის შემდეგ თავდებით გაანთავისუფლეს. სწორედ მაშინ შეკრიბეს სპეციალური კომისია, რომელსაც უნდა დაედგინა ინდოელი მორბენალის სქესი.

12 ნოემბერს გამოქვეყნდა კომისიის დასკვნა, რომელშიც წერია, რომ პრამანიკი
მამაკაცია. უახლოეს ხანში ის სასამართლოს წინაშე წარსდგება გაუპატიურების ბრალდებით.

2006 წელს პრამანიკმა, რომელიც 400 და 800 მეტრზე სპეციალიზდება, სამი ოქრო მოიგო კოლომბოში სამხრეთაზიურ თამაშებზე. ასევე, მის ანგარიშზეა ოქრო აზიურ თამაშებზე და ვერცხლი - თანამეგობრობის თამაშებზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული