"სპორტის დედოფლის" წარმომადგენლებმა სეზონი დაასრულეს

AutoSharing Option
"სპორტის დედოფლის" ბოლო აკორდი

ორი დღის განმავლობაში ხალხმრავლობა იყო "დინამო-არენაზე" - საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან აქ ჩაუქმა ქალ-ვაჟებმა მოიყარეს თავი: "სპორტის დედოფლის" წარმომადგენლები მძლეოსნობის ფედერაციის თასის გათამაშებაში ეცილებოდნენ ერთმანეთს პირველობისთვის.

წლევანდელი ლონდონის ოლიმპიადის მონაწილეთაგან მხოლოდ ბოლესლავ სხირტლაძე გამოვიდა სარბიელზე, რომელმაც სიგრძეზე ხტომაში 6.94 მეტრით მეორე ადგილი დაიკავა. მას მარტვილელმა გიორგი გურეშიძემ 4 სანტიმეტრით აჯობა.

გოგონებში ისევ ქუთაისელმა სალომე სირაძემ იყოჩაღა, რომელმაც ორივე სპრინტერული დისტანცია მოიგო.

400 და 800 მეტრზე ტოლი არ ჰყავდა ახალციხელ გაიანე უსტიანს. ვაჟებში ორ-ორი პირველი ადგილი დაიკავეს სპრინტერმა
ბაჩანა ხორავამ (ჩხოროწყუ-ზუგდიდი) და სტაიერმა გიგლა ზილბერშტეინმა (ახალციხე).

საგულისხმოა, რომ მძლეოსნურ ბილიკებზე უფროსებთან ერთად 1998-2000 წლებში დაბადებულმა გოგო-ბიჭებმაც იასპარეზეს. ამ თაობის წარმომადგენლებს 2015 წელს თბილისში ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალზე მოუწევთ გამოსვლა. ამიტომ მათ მომზადებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.

ამ ასაკში თავი გამოიჩინეს ზუგდიდელებმა - მაკა ჩაკაბერიამ და დავით ჭედიამ, რომლებმაც, შესაბამისად, სამი და ორი პირველი ადგილი დაიკავეს.

ფედერაციის თასის გათამაშებამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ქართულ მძლეოსნობაში იმედისმომცემი თაობა მოდის და სათანადო ხელშეწყობის შემთხვევაში ისინი სულ მალე საერთაშორისო სარბიელზე მიღწეული წარმატებებით გაგვახარებენ.

კვარცხლბეკი
უფროსები. გოგონები. 100 მ. 1. სალომე სირაძე (ქუთაისი, 12,92), 2. დეა საზუაშვილი (13,49), 3. მარიამ ბედუკაძე (ორივე - თბილისი, 13,55).

200 მ. 1. სალომე სირაძე (ქუთაისი, 26,86), 2. სოფო ჩალაშვილი (თბილისი, 27,96), 3. თინათინ პაპუაშვილი (ბორჯომი, 29,13).

400 მ. 1. გაიანე უსტიანი (ახალციხე, 01.00,41), 2. თამარ ხაჟალია (ქუთაისი, 01.03,54), 3. მარიამ ბედუკაძე (თბილისი, 01.04,89).

800 მ. 1. გაიანე უსტიანი (ახალციხე, 02.18,17), 2. სოფო წულუკიძე (02.31,94), 3. მარი ჭეიძე (ორივე - თბილისი, 02.36,74).

1500 მ. 1 მარინე სირაკანინა (ახალციხე, 5.34,99), 2. მარი ჭეიძე (თბილისი), 5.50,65), 3. მარი მათიაშვილი (დუშეთი, 6.36,35).

3000 მ. 1. გიული დეკანაძე (ვანი, 10.28,4) 2. მარინე სირაკანინა (ახალციხე, 12.27,3).

5000 მ. 1. გიული დეკანაძე (ვანი, 18.59,2).

100 მ/თ. 1. მარი ძაგნიძე (ვანი, 16.85).

400 მ/თ. 1. თეა ფაცურია (ფოთი, 1.11,10), 2. თამარ ხაჟალია (ქუთაისი, 1.12,92), 3. სალომე ჩაკაბერია (თბილისი, 1.15,42).

4X100. 1. ქუთაისი - 53.64 (მანანა ბოდოკია, თამარ ხაჟალია, სალომე სირაძე, ნინა სირაძე), 2. თბილისი - 54.87 (სალომე ხაჟომია, ნინა ზიმზიმაძე, დეა საზუაშვილი, ალექსანდრა ჟუკი), 3. ვანი - 55.20 (ანი ნიკურაძე, თათია პაიკიძე, გიული დეკანაძე, მარი ძაგნიძე).

სიგრძეზე ხტომა. 1. თათია პაიკიძე (ვანი-თბილისი), 5.48), 2. მარი ძაგნიძე (ვანი, 5,36), 3. სოფო ჩალაშვილი (თბილისი, 5,21).

სამმაგი ხტომა. 1. თათია პაიკიძე (ვანი, 11,94), 2. ნინი სირაძე (ქუთაისი, 10,98).

სიმაღლეზე ხტომა. 1. ნინო კობაიძე (თბილისი, 150). ბირთვის კვრა (ნათია ნაჭყებია (ფოთი, 9,84), 2. სოფო შათირიშვილი (8,30), 3. მარი კეკელიძე (ორივე - ოზურგეთი), 6,84).

ბადროს ტყორცნა. 1. სალომე რიგიშვილი (52,25), 2. სოფო მუკათარიძე (ორივე - თიანეთი, 25,36), 3. ნათია ნაჭყებია (ფოთი, 23,26).

შუბის ტყორცნა (თელავი, 36,10), 2. თეა ფაცურია (ფოთი, 28,72), 3. ვერონიკა გალუზინსკაია (თბილისი, 22,90).

ვაჟები. 100 მ. 1. ბაჩანა ხორავა (ჩხოროწყუ-ზუგდიდი, 10,98), 2. დენის ჟვანია (ზუგდიდი, 11,15), 3. სოსო მარუქაშვილი (ახმეტა, 11,37).

200 მ. 1. ბაჩანა ხორავა (ჩხოროწყუ-ზუგდიდი, 22,35), 2. დენის ჟვანია (ზუგდიდი, 22,41), 3. ნიკა კარტავცევი (ოზურგეთი, 23,01).

400 მ. 1. სოსო გოგოძე (ქუთაისი, 50,26), 2. ანდრანიკ მატინიანი (ახალციხე, 51,24), 3. შოთა ზოიძე (ოზურგეთი, 54,30).

800 მ. 1. ანდრანიკ მატინიანი (ახალციხე, 1.57,72), 2. დათო ძიმისტარაშვილი (ქუთაისი, 2.06,50), 3. ჯიმშერ ბერია (ხობი, 2.06,83).

1500 მ. 1. დავით ხარაზიშვილი (თბილისი, 4.11,51), 2. ვეფხვია ლიკოქელი (დუშეთი, 4.28,24), 3. ჯიმშერ ბუკია (ხობი, 4.31,29).

3000 მ. 1. გიგლა ზილბერშტეინი (ახალციხე, 9.06,3), 2. დავით ხარაზიშვილი (თბილისი, 9.08,1), 3. ჯეირან ხოფერია (ფოთი, 9.12,00).

5000 მ. 1. გიგლა ზილბერშტეინი (ახალციხე, 15.46,7), 2. ანატოლი ოლეინიკოვი (ლაგოდეხი, 16.02,1), 3. გიორგი გოზალეიშვილი (ვანი, 19.14,8).

3000 მ/წ. 1. ჯეირან ხოფერია (ფოთი, 9.53,66), 2. თორნიკე გიორგაძე (ქუთაისი, 11.26,28).

110 მ/თ. 1. ვაჟა ძაგანია (ფოთი, 17,1), 2. ლევან ფიფია (ზუგდიდი, 17,2).

400 მ/თ. 1. ლევან ფიფია (ზუგდიდი, 1.00,7), 2. ვაჟა ძაგანია (1.02,00), 3. გიგა ჟვანია (ორივე - ფოთი, 1.03.23).

4X100. 1. ზუგდიდი - 44,13 (თემურ ცირამუა, დენის ჟვანია, დავით აშორტია, ბაჩანა ხორავა), 2. თბილისი - 45,36 (სოსო მარუხაშვილი, დავით ალხანიშვილი, ნიკა კარტავცევი, დავით ხარაზიშვილი).

4X400. 1. ქუთაისი - 3.38,09 (თორნიკე კვანტალიანი, გოგა მაღლაკელიძე, დათო ძიმისტარიშვილი, თორნიკე გიორგაძე).

სიგრძეზე ხტომა. 1. გიორგი გურეშიძე (მარტვილი, 6,98), 2. ბოლესლავ სხირტლაძე (თბილისი, 6,94), 3. გოგა მაღლაკელიძე (ქუთაისი, 5,94).

სამხტომი. 1. ირაკლი ხაჭაპურიძე (13,14), 2. გოგა მაღლაკელიძე (ორივე - ქუთაისი, 13,04), 3. გიორგი რურუა (მარტვილი, 12,14).

სიმაღლეზე ხტომა. 1. ზურაბ გოგოჭური (215), 2. გიორგი ბადრეტდინოვი (185), 3. დავით ალხანიშვილი (სამივე - თბილისი, 170).

ბირთვის კვრა. 1 გიორგი ჭიხვარია (ოზურგეთი, 12,00), 2. დავით შონია (ფოთი, 10,70), 3. გიორგი კორტავა (ხობი, 8,76).

ბადროს ტყორცნა. 1. დავით შონია (ფოთი, 35,55).

შუბის ტყორცნა. 1. გიორგი გურეშიძე (მარტვილი, 49,56), 2. ზურა რუხიეშვილი (ოზურგეთი, 45,54), 3. გიგა გიგაური (თელავი, 44,70).

უროს ტყორცნა. 1. გიორგი ტყემალაძე (თბილისი, 44,60), 2. გიორგი ჭიხვარია (ოზურგეთი, 44,14).

1998-2000 წლებში დაბადებულნი
გოგონები. 100 მ. 1. მარიამ ჩაკაბერია (ზუგდიდი, 13,12), 2. თეონა მაჭარაშვილი (თბილისი, 13,26), 3. გულიკო გამზარდია (ფოთი, 13,68). 200 მ. 1. მარიამ ჩაკაბერია (ზუგდიდი, 27,56), 2. ალექსანდრა მშვიდობაძე (თბილისი, 28,34), 3. სალომე ფოცხვერაშვილი (ბორჯომი, 28,71). 400 მ. 1. მაკა სანიკიძე (ვანი, 1.04,52), 2. მარი მარტინენკო (ახალციხე, 1.07,17), 3. ლიდა ბერძენიშვილი (ბორჯომი, 1.07,32). 800 მ. 1. ლიდა ბერძენიშვილი (ბორჯომი, 2.30,17), 2. ნუემ პაპიკიანი (2.36,47), 3. დიანა ჯინისიანი (ორივე - ახალციხე, 2.38,83). 1500 მ. 1. დიანა ჯინისიანი (5.28,83), 2. ნუემ პაპიკიანი (ორივე - ახალციხე, 5.34,13), 3. მარი სეროპიანი (გორი, 6.08,06). 100 მ/თ. მარიამ ჩაკაბერია (ზუგდიდი, 16,22), 2. ალინა ეფიმოვა (21,32), 3. მარი მწითური (ორივე - თბილისი, 22,02). სიგრძეზე ხტომა. 1. სალომე ფოცხვერაშვილი (ბორჯომი, 4,78), 2. თამუნა მახარაძე (თბილისი, 4,46), 3. ანი მუჯირი (ოზურგეთი, 3,93). სამმაგი ხტომა. 1. ნინო კარელიძე (გორი, 9,83). სიმაღლე. 1. ქრისტინა ზოლოტუხინა (135), 2. მარი მწითური (ორივე - თბილისი, 135). ჭოკით ხტომა. 1. დიანა ზოლოტუხინა (თბილისი, 200). ბირთვის კვრა. 1. ნანუკა პაკელიანი (ოზურგეთი, 7,70). ბადროს ტყორცნა. 1. ნინო წიქვაძე (თბილისი, 35,24), 2. ნათელა უშიკიშვილი (თიანეთი, 35,00), 3. ნანუკა პაკელიანი (ოზურგეთი, 26,58). შუბის ტყორცნა. 1. ანა კაპანაძე (24,20), 2. ია რეხვიაშვილი (23,40), 3. თამთა ვაჩაძე (სამივე - თბილისი, 14,60). უროს ტყორცნა. 1. სოფო მათიაშვილი (თბილისი, 44,60).
ვაჟები. 100 მ. 1. დავით ჭედია (ზუგდიდი, 12,30), 2. ნიკა ანიაშვილი (გორი, 13,41), 3. დათო ნარტყოფლიშვილი (თბილისი, 13,46). 200 მ. 1. დავით ჭედია (ზუგდიდი, 25,21), 2. ზაურ ებრალიძე (ბორჯომი, 25,12), 3. ელგუჯა მასყიდაშვილი (თბილისი, 27,41). 400 მ. 1. ზაურ ებრალიძე (ბორჯომი, 57,91), 2. დავით ლუკავა (59,37), 3. ლექსო თედორაძე (ორივე - თბილისი, 1.01,10). 800 მ. 1. რუდიკ მინასიანი (2.14,02), 2. სარქის გასპარიანი (2.20,43), 3. ლაშა ბირჩაძე (სამივე - ახალციხე, 2.21,16). 1500 მ. 1. რუდიკ მინასიანი (ახალციხე, 4.35,86), 2. ილია კუხალაშვილი (გორი, 5.16,67), 3. გია ყურუა (ხობი, 5,34,03). 110 მ/თ. 1. გიორგი მირუაშვილი (ბორჯომი, 19,80), 2. ნიკოლოზ დუნდუა (თბილისი, 20,48). სიგრძეზე ხტომა. 1. ნიკა ყაზარაშვილი (გორი, 5,44), 2. რომან ბადრიძე (თბილისი, 5,19), 3. ილია ბერუაშვილი (გორი, 4,05). სამმაგი ხტომა. 1. დავით ლუკავა (ზუგდიდი, 11,63), 2. ნიკა ყაზარაშვილი (გორი, 11,24), 3. ნიკოლოზ ყულოშვილი (თბილისი, 9,59). სიმაღლეზე ხტომა. 1. ირაკლი კენჭაძე (145), 2. ილია ბოლოთაევი (140), 3. ბესო სოხაძე (სამივე - თბილისი, 135). ჭოკით ხტომა. 1. ლაშა ქარქუსაშვილი (თბილისი, 200). ბირთვის კვრა. 1. გიორგი მუჯარიძე (გორი, 15,23), 2. შოთა გუგეშაშვილი (თბილისი, 12,57), 3. გიორგი კეთილაძე (ხონი, 11,60). ბადროს ტყორცნა. 1. თემურ აბულაშვილი (თბილისი, 53,48), 2. გიორგი მუჯარიძე (გორი, 47,38), 3. მიხეილ კალაძე (რუსთავი, 42,84). შუბის ტყორცნა. 1. გიორგი კეთილაძე (ხონი, 36,20), 2. მიხეილ კალაძე (რუსთავი, 29,20), 3. ზვიად ანიაშვილი (გორი, 22,00). უროს ტყორცნა. 1. გიორგი ონიანი (55,70), 2. გურამ სამხარაძე (53,87), 3. ზურაბ ხაბელაშვილი (სამივე - თბილისი, 49,79).

მძლეოსნობის ფედერაციის თასის გათამაშებით საქართველოს "სპორტის დედოფლის" წარმომადგენლებმა სეზონი დაასრულეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული