მწვრთნელი, გვარად იდიოტი

AutoSharing Option
უცნაური გაგრძელება ჰქონდა დოპინგ-სკანდალს, რომელიც ბელორუსი მძლეოსნის, ნადეჟდა ოსტაპჩუკის სახელს უკავშირდება.

როგორც 12 სექტემბრის ნომერში ვწერდით, სპორტსმენის ორგანიზმში აკრძალული პრეპარატი მას შემდეგ მოხვდა, რაც ოსტაპჩუკისთვის განკუთვნილ კერძში დოპინგი გაურია მისმა მწვრთნელმა ალექსანდრ ეფიმოვმა.

ამ უკანასკნელმა აღიარა დანაშაული, 12 სექტემბერს კი განაცხადა, რომ გვარის შეცვლას აპირებს - პასპორტში ეფიმოვის ნაცვლად "იდიოტი" უნდა ჩაწეროს.

ბელორუსის ანტისადოპინგო სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ეფიმოვმა სპორტსმენის ნებართვის გარეშე გაურია საკვებში აკრძალული პრეპარატი.

ოსტაპჩუკმა ლონდონში ოქროს მედალი მოიგო, მაგრამ შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და მედალი ჩამოერთვა.
ოსტაპჩუკს უკვე აუკრძალეს ტურნირებზე ერთი წლით გამოსვლა, მის მწვრთნელს კი ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.

12 სექტემბერს მწვრთნელი დეტალურად მოყვა მომხდარი ინციდენტის შესახებ. მან აღიარა, რომ მართლაც აძლევდა თავის შეგირდს დოპინგს.

მისი თქმით, ოლიმპიადის მოახლოებასთან ერთად, ოსტაპჩუკი ფსიქოლოგიურ ზეწოლას გრძნობდა, რასაც, შესაძლოა, გავლენა მოეხდინა შედეგებზე.

ეფიმოვის თქმით, სპორტსმენზე ზეწოლა ჰქონდა ქვეყნის ხელმძღვანელობას, რომელმაც ოსტაპჩუკს კარგი პირობები შეუქმნა ოლიმპიური თამაშებისთვის მოსამზადებლად. მწვრთნელმა აღნიშნა, რომ მას და მის შეგირდს უფლება არ ჰქონდათ, ქვეყანა დაეღალატებინათ.

მწვრთნელი ყვება, რომ მეთონოლონი ყავის ჭიქაში ჩაყარა. ეფიმოვს იმედი ჰქონდა, რომ პრეპარატის კვალი ორგანიზმიდან ოლიმპიადის დაწყებამდე გაქრებოდა.

თავად ოსტაპჩუკის განცხადებით, მას არ სჯერა მწვრთნელის დანაშაულის და ამ ინფორმაციას "ბოდვა" უწოდა. სპორტსმენმა განაცხადა, რომ ეფიმოვი მსგავს საქციელს არ ჩაიდენდა და საკუთარ თავსა და შეგირდს არ დააღალატებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული