ბელორუს სპორტსმენს კერძში დოპინგი მწვრთნელმა ჩაუმატა

AutoSharing Option
ბელორუსის ანტისადოპინგო სააგენტოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ლონდონის ოლიმპიადაზე ბირთვის მკვრელი ნადეჟდა ოსტაპჩუკის კერძში დოპინგი მისმა მწვრთნელმა ჩაამატა. ამის შესახებ თავად სპორტსმენმა არაფერი იცოდა.

ლონდონის თამაშებზე ოსტაპჩუკმა ოქროს მედალი მოიგო ბირთვის კვრაში, მაგრამ 13 აგვისტოს გახდა ცნობილი, რომ ბელორუსს ორგანიზმში აკრძალული პრეპარატი - მეთენოლონი აღმოუჩინეს და საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მისი დისკვალიფიკაცია გადაწყვიტა.

როგორც გამოძიებამ გაარკვია, ოსტაპჩუკის მწვრთნელმა ალექსანდრ ეფიმოვმა სპორტსმენის საკვებს დოპინგი დაუმატა ისე, რომ თავად ნადეჟდამ ამის შესახებ არაფერი იცოდა.

მწვრთნელს გარკვეული ეჭვები ჰქონდა თავისი შეგირდის მოსალოდნელი შედეგების გამო. ამიტომაც
გადაწყვიტა დოპინგის გამოყენება. გაირკვა, რომ ეფიმოვმა თავად აღიარა საკვებში აკრძალული პრეპარატის დამატების ფაქტი.

ბელორუსის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა უკვე გამოუტანა განაჩენი ოსტაპჩუკსა და მის მწვრთნელს: სპორტსმენი ერთი წელი ვერ მიიღებს მონაწილეობას ტურნირებში, ეფიმოვმა კი ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული