ელენა ისინბაევა რიომდე რჩება

AutoSharing Option
ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ჭოკით ხტომაში მსოფლიოს რეკორდსმენმა რუსმა ელენა ისინბაევამ განაცხადა, რომ ის გააგრძელებს კარიერას და 2016 წელს, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაში მიიღებს მონაწილეობას.

ლონდონის თამაშებზე ლეგენდარულმა მძლეოსანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა - მან წინ გაუშვა ამერიკელი ჯენიფერ შური და კუბელი იარისლეი სილვა. ტურნირის შემდეგ ისინბაევა აცხადებდა, რომ გადაწყვეტილი არ ჰქონდა მომავალი კარიერის საკითხი.

ახლა ისინბაევა ამბობს, რომ მესამე ოლიმპიური ოქროთი სურდა კარიერის დასრულება, მაგრამ ეს ლონდონში არ გამოუვიდა. ამიტომაც დიდ სპორტში კიდევ ოთხი წელი დარჩება. რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადა მეხუთე იქნება რუსი სპორტსმენის კარიერაში.

გარდა ამისა, 28 წლის ელენამ განაცხადა, რომ აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას მსოფლიოს ჩემპიონატში, რომელიც 2013 წელს მოსკოვში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული