დოპინგი: კიდევ ერთი ინფორმატორი

AutoSharing Option
მოკლე დისტანციებზე რბენაში რუსეთის ოთხგზის ჩემპიონი ალექსანდრ ჰიუტე მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ინფორმატორი იყო. ეს ინფორმაცია ჰაკერულმა ჯგუფმა Fancy Bear-მა მოიპოვა.

2015 წელს, ჰიუტე ჩამოაშორეს ტურნირებს დადებითი დოპინგ-სინჯის გამო. დოპინგთან ბრძოლაში საერთაშორისო ფედერაციის მენეჯერის ტომას კაპდეველისთვის მიწერილ წერილში რუსმა ათლეტმა დაწერა, რომ მის ანალიზებში აკრძალული პრეპარატები იმის გამო მოხვდა, რომ მისი ახალი მწვრთნელი ზუჰრა ვერეშჩაგინა ითხოვდა სპორტსმენისგან რამდენიმე პრეპარატის მიღებას.

კაპდეველისთან მიმოწერის დროს, ჰიუტემ ითხოვა ოთხწლიანი დისკვალიფიკაციის ერთ წლამდე შემცირება - რუსეთის გუნდში არსებული დოპინგის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ. რუსი ამტკიცებს, რომ
მისი რამდენიმე კოლეგა იყენებს აკრძალულ პრეპარატებს.

* * *
ამასობაში, მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ არ დაუშვა ათი რუსი სპორტსმენი საერთაშორისო სტარტებზე ნეიტრალური ათლეტის რანგში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მძლეოსნობის ფედერაცია კვლავაც დისკვალიფიცირებულია. დაახლოებით ასმა რუსმა მძლეოსანმა შეიტანა განაცხადი ნეიტრალური დროშის ქვეშ ასპარეზობისთვის, მაგრამ ჯერ მხოლოდ ათმა მიიღო საერთაშორისო ტურნირებზე გამოსვლის უფლება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული